საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტორებს, ბაფის სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრებს, აუდიტურ კომპანიებს


ბაფის სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრებს,

აუდიტორებს, აუდიტურ კომპანიებს

პატივცემულო კოლეგებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის“ (შემდგომ - კანონი)  შესაბამისად  შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“, რომელმაც  2016 წლის 1 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს აუდიტორთა რეესტრის წარმოება.

კანონის მე-12, მე-13 მუხლისა  და მე-2 მუხლის „ზ“, „თ“ და „მ“ პუნქტის გათვალისწინებით მოთხოვნილია, რომ აუდიტორი (როგორც საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი, ისე აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედი გარიგების პარტნიორი) უნდა იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი.

კანონი პროფესიული ორგანიზაციას ავალდებულებს მართოს საკუთარი  ვებგვერდი, რომელზედაც გამოაქვეყნებს მისი წევრი აუდიტორების რეესტრს.

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე, ბაფის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით, ბაფის აუდიტორთა რეესტრში  რეგისტრაციის მსურველებმა (მათ შორის: აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულმა პირებმა, ბაფის სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა ბუღალტრებმა;  კანონმდებლობით აუდიტორად აღიარებულმა სხვა პირებმა)   მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე, შეავსოთ და წარმოადგინოთ   წერილზე თანდართული განაცხადი და სარეგისტრაციო ანკეტის მონაცემები.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 235 01 57; 235 43 97.

 ბაფის ადმინსტრაცია

აუდიტორთა სარეგისტრაციო ანკეტა

განცხადება რეესტრში შეყვანაზე

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge