ACCA პროექტის მე-2 ეტაპი
სტუდენტების საყურადღებოდ!
იწყება ACCA-სა და ბაფს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში პროექტის მე-2 ეტაპი.
ბაფის სტუდენტებს, ბაფის წევრებსა და სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრებს ( I , II , და III ეტაპის სერტიფიკატე-ბის მფლობელებს, მიღებულს 2008-2016 წლებში) აქვთ შანსი გახდნენ ACCA-ის (ინგლისური პროგრამის) სტუდენტები და მიიღონ ბაფში ჩაბარებული ზოგიერთი წიგნების ჩათვლა შეღავათიან ფასებში.
ბაფი მზადაა და მოხარული იქნება გასცეს რჩევები და კონსულტაცია გაუწიოს მის წევრს, რომელმაც ACCA-ის (ინგლისური პროგრამის) სტუდენტად გახდომა გადაწყვიტა.
გთხოვთ ზემოაღნიშნული თხოვნით მოგვმართოთ ბაფში 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე მისამართზე: წერეთლის 61.
ბაფის ადმინისტრაცია