საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი


ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი.

ბრძანების შემუშავება განპირობებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერით, რომელიც  აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს. 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესი“, საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს სამსახურის მიერ აუდიტორის, აუდიტორული ფირმის და მისი გარიგების პარტნიორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების, სამსახურის მიერ რისკის მართვის, პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული დიაგნოსტიკური ანგარიშის წარდგენის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ პროცედურების გონივრულად და სამართლიანად წარმართვის, წინასწარი და საბოლოო შედეგების განხილვის, რეკომენდაციების გაცემის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს. 

ბრძანების შემუშავებისას გაზიარებულ იქნა ევროკავშირის წევრი და სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge