საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მოგების გადასახადის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის საკითხები


მოგების გადასახადის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის საკითხები

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 13 მაისს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტის შეცვლამ არსებითად ძალა დააკარგვინა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს (ბასს) 12-ს „მოგების გადასახადი“.  მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელის პირობებში  პასუხგასაცემია მინიმუმ შემდეგი კითხვები:

  1. რა უნდა მოიაზრებოდეს

ა) საგადასახადო ხარჯის ცნებაში;

მ) მიმდინარე საგადასახადო ხარჯის ცნებაში.

  1. როგორ უნდა იყოს აღრიცხული და ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი საგადასახადო ხარჯები;
  2. როგორ იყოს სამართლიანად გამოთვლილი წმინდა მოგება ან ზარალი, რომ შენარჩუნდეს ფინანსური ინფორმაციის შესადარისობა 2016 წელთან.

მოგების გადასახადის ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის ერთიანი ხედვის შემუშავების მიზნით, ბაფმა  გამოიკითხა აუდიტორული ფირმების წარმომადგენელთა მოსაზრებები, გამართა დისკუსია (ელ.ფორმით) და  ორგანიზება გაუკეთა ბაფში შემაჯამებელ შეხვედრას, პოზიციების შესაჯერებლად, 

 ბაფის წევრი აუდიტორული ფირმების წარმომადგენელთა შეხვედრაზე შეჯერდა შემდეგი მიდგომები:

  1. ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენის მიზნებისათვის დაბეგვრის ობიექტი გაიმიჯნოს ორ ნაწილად:

ა) მოგება, რომელიც დივიდენდის სახით ნაწილდება; და

ბ) დაბეგვრის ობიექტის სხვა კომპონენტები, გარდა დივიდენდის სახით განაწილებული მოგებისა (შემდგომ - „სხვა დაბეგვრის ობიექტი“).

  1. დივიდენდის სახით განაწილებული მოგებიდან გამომდინარე მოგების გადასახადი აღიარდეს დივიდენდის განაწილების შესახებ საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მოგების გადასახადის ხარჯი, საანგარიშგებო მუხლით „მოგების გადასახადი“, წარდგენილიქნეს იმ საანგარიშგებო წლის მოგებაში ან ზარალში, როდესაც მოხდა დივიდენდის განაწილება.
  2. „სხვა დაბეგვრის ობიექტი“-დან გამომდინარე მოგების გადასახადი აღიარდეს გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმომშობი მოვლენის მოხდენისთანავე. თუ ეს მოვლენა არ განაპირობებს საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი აქტივის წარმოშობას (როდესაც ვალდებულება შეიძლება შემცირდეს მაგალითად გაცემული სესხის დაბრუნების შედეგად) და აკმაყოფილებს ხარჯის სახით აღიარების კრიტერიუმებს, მოგების გადასახადის ხარჯი აღიარდეს და წარდგენილიქნეს საანგარიშგებო პერიოდის მოგებაში ან ზარალში ხარჯის სახით. იგი არ უნდა მიეკუთვნოს საანგარიშგებო მუხლს „მოგების გადასახადი“.
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge