სრული სასერტიფიკაციო პროგრამის კანდიდატებს
ძვირფასო კანდიდატებო,
2017 წლის 25 სექტემბრის პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების ახალმა წესმა გამოიწვია სრული სასერტიფიკაციო პროგრამის III ეტაპზე წიგნების ფასებისა და საგამოცდო გადასახადის შემდეგი ცვლილებები:
III დონეზე გამოცდის საფასური იქნება 400 ლარი 2018 წლის 23 ივლისის შემდგომ რეგისტრირებული კანდიდატებისთვის; ხოლო 2018 წლის 23 ივლისამდე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის III დონეზე გამოცდის საფასური გახდება 210 ლარი.
III დონის წიგნის ფასი გახდა - 150 ლარი.
ფასების გაზრდა გამოიწვია სასერტიფიკაციო მასალის სრული განახლების პროცესმა და საგამოცდო პროცესების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვანმა გაზრდამ, და ვიმედოვნებთ, გაგებით მოეკიდებით ფასებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
ბაფმა შეინარჩუნა სასერტიფიკაციო პროგრამის I და II დონის საგამოცდო საფასური, იგი კვლავ დარჩება 180 ლარი. ხოლო, რაც შეეხება წიგნებს, I დონის წიგნები ეღირება 50 ლარი და II დონის წიგნები - 70 ლარი.
ბაფის განათლების კომიტეტი