სავალდებულო განგრძობითი პროგრამაინფორმაცია სავალდებულო განგრძობით სწავლებას დაქვემდებარებული პირებისათვის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ (მუხლი 6, პუნქტი: 1,2) შესაბამისად, “სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად აკმაყოფილებდეს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს და სერტიფიცირების შემდეგ ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას. სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია ყოველი 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 120 საათი…” „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში ჩატარდება მიმდინარე წლის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს N 406 ბრძანებით, აღიარდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 2018 წლის განგრძობითი განათლების პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს 30-საათიან სემინარებს, სემინარის საფასური ბაფის წევრებისათვის 400 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო არაწევრებისათვის 700 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); სემინარები ჩატარდება 21 სექტემბრიდან 21 დეკებრამდე პერიოდში. სემინარის თემები და საათობრივი განაწილება
განგრძობითი სწავლებას დაქვემდებარებული ყველა პირი ვალდებულია, მათთვის სასურველ ჯგუფებში, რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ რეჟიმში, შემდეგ მისამართზე: http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php რეგისტრაციისათვის საჭიროა: რეგისტრაციის ნომერი და პაროლი (გამოიყენეთ ძველი ნომერი და პაროლი, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ბაფის ადმინისტრაციას); ჯგუფის არჩევა; გადახდის ქვითრის ატვირთვა. ბაფის განგრძობითი სწავლების პროგრამა (თემატიკა, სემინარის საათობრივი დატვირთვა) ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: ბაფის განათლების კომიტეტი |