კომპილაციური გარიგების სახელმძღვანელოსაქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (GFPAA) თარგმნა – „კომპილაციური გარიგების სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. პრაქტიკოს-ბუღალტერს შეუძლია გამოიყენოს ეს სახელმძღვანელო, რათა გაეცნოს კომპილაციურ გარიგებას, ანდა გააღრმავოს თავისი ადრე მიღებული ცოდნა ISRS 4410-ის (შესწორებული) შესაბამისად ჩატარებული კომპილაციური გარიგების შესახებ. ეს სახელმძღვანელო მოიცავს განმარტებებს და საილუსტრაციო მაგალითებს, ისევე როგორც მთელ რიგ დანართებს, ძირითადი ჩამონათვალებით და ფორმებით, რომლებიც პრაქტიკოს-ბუღალტრებს შეუძლიათ მოარგონ თავიანთ კონკრეტულ იურისდიქციის მოთხოვნებს და გარემოებებს. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია პრაქტიკოს-ბუღალტრებისთვის, ISRS 4410 (შესწორებული) დანერგვაში დახმარების მიზნით, მაგრამ არ არის განკუთვნილი როგორც თავად სტანდარტების ნაცვლად საკითხავი მასალა. უფრო მეტიც, პრაქტიკოს-ბუღალტერმა ეს სახელმძღვანელო უნდა გამოიყენოს როგორც თავისი პროფესიული გადაწყვეტილების ფონზე, ასევე თითოეულ კონკრეტულ კომპილაციურ გარიგებაში მოცემული გარემოებებისა და ფაქტების გათვალისწინებით. |