საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







2020 წლის ბაფის სახელობის სტიპენდიანტები


2020 წლის ბაფის სახელობის სტიპენდიანტები

 2006 წლიდან, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორ საუკეთესო სტუდენტს, ყოველწლიურად, ენიშნება ბაფის სახელობის  სტიპენდია.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის წარდგინებით, 2020 წლისათვის, ბაფის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობის მე-4 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს: ნანა მიქელაძეს და გვანცა ხახიშვილს.

ბაფის სტიპენდიანტებს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge