ბესსს-ის ეთიკის კოდექსის გამოკვლევა 5
ნაწილი 5: დამოუკიდებლობა
ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვის გარდა, დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტებით მოითხოვება, რომ საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებული პროფესიონალი ბუღალტრები დამოუკიდებელნი იყვნენ აუდიტის, მიმოხილვისა და სხვა მარწმუნებელი გარიგებების შესრულებისას. დამოუკიდებლობა მჭიდროდაა დაკავშირებული ობიექტურობისა და პატიოსნების პრინციპებთან. დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია.