საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუღალტერთა 21-ე მსოფლიო კონგრესი


ბუღალტერთა 21- მსოფლიო კონგრეს  ინდოეთ (მუმბაი)

 

ინდოეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICAI) უმასპინძლებს ბუღალტერთა 21-ე მსოფლიო კონგრესს (WCOA 2022) თემაზე: ,,ნდობის გაძლიერება, მდგრადობის უზრუნველყოფა“.

მსოფლიო კონგრესი ჩატარდება 18-21 ნოემბერს, ახლახან გახსნილ, განსაცვიფრებელ მსოფლიო კონფერენციის ცენტრში (JIO World Convention Centre).

კონგრესის თემა ასახავს პროფესიის მუდმივ ერთგულებას ინფორმაციისა და ეკონომიკის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად, საზოგადოების ინტერესების დასაცავად და, ამავე დროს, ჩვენს მზარდ და ცენტრალურ როლს მდგრადობის უზრუნველყოფაში.

1904 წლის პირველი მსოფლიო კონგრესიდან მოყოლებული, WCOA 2022 იქნება პირველი ჰიბრიდული მსოფლიო კონგრესი, სადაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ  მონაწილეობა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში COVID-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო, ვიმედოვნებთ, რომ WCOA 2022 იქნება ღონისძიება, სადაც ეს პროფესია კვლავ გაერთიანდება.

2022 წლის 30 ივნისამდე დარეგისტრირების შემთხვევაში შესაძლებელია  ფასდაკლებით სარგებლობა (ფიზიკური მონაწილეობისათვის  -$472, ვირტუალისათის --$34 ), ხოლო 30 ივნისის შემდეგ -სრული გადასახადია $565/$40 .

დელეგატის გადასახადების  გადახდა მხოლოდ ინდური რუპიით (INR) ხდება, ადგილობრივი ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით ექვივალენტური გადასახადები გამოყენებულ იქნება ადგილობრივ ვალუტაში.

დარეგისტრირდით  ბუღალტერთა 21-ე მსოფლიო კონგრესზე!

დამატებითი ინფორმაციისათვის  შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს:   https://www.wcoa2022mumbai.org/  ან/და დაუკავშირდეთ ბაფის ადმინსტრაციას.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge