საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







2022 წლის სავალდებულო განგრძობითი სწავლება


ინფორმაცია  2022 წლის სავალდებულო განგრძობითი

სწავლების შესახებ

 „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები  ბაფში ჩატარდება მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე  პერიოდში.

ბაფის 2022 წლის განგრძობითი სწავლების პროგრამა ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას: ა) აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის და ბ) სერტიფიცირებული  პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით. 

სემინარები წარიმართება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება შეიზღუდება და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება რომ თავის სახელი და გვარით მოახდინოს მომხმარებლის  რეგისტრაცია და სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა.  სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაეთვლება.

 “Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად:  შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე.  ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები  ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას.

განგრძობითი განათლების პროგრამა და რეგისტრაცია:

ა). პროგრამა აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის ითვალისწინებს 30 საათიან სემინარებს.

სემინარის თემები და საათობრივი განაწილება 

  1. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები  9 საათი;
  2. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 12 საათი;
  3. საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობის სიახლეები 9 საათი.

სემინარები განრიგი:

I ჯგ - 03.10.2022-14.10.2022

II ჯგ - 17.10.2022-28.10.2022

III ჯგ - 17.10.2022-28.10.2022

IV ჯგ - 31.10.2022-11.11.2022

V ჯგ - 31.10.2022-11.11.2022

VI ჯგ - 14.11.2022-25.11.2022

VII ჯგ - 14.11.2022-25.11.2022

სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;

სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე

სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665

სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/mhmUnyEthFf7zjAH7

ბ). პროგრამა სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც აუდიტორთა რეესტრში არ არიან რეგისტრირებული აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით ითვალისწინებს 21 საათიან სემინარებს.

სემინარის თემები და საათობრივი განაწილება (სერტიფიცირებული ბუღალტრებისათვის):

  1. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 12 საათი;
  2. საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობის სიახლეები 9 საათი;

 

სემინარების განრიგი:

I ჯგ - 03.10.2022-11.10.2022 (3,4,5,6,7,10,11 ოქტომბერი)

II ჯგ - 28.11.2022-06.12.2022 (28,29,30 ნოემბერი 1,2,5,6 დეკემბერი)

სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;

 

სემინარის საფასური 236 ლარი  (დღგ-ს ჩათვლით), გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე

სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665

სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/76zcgnHXSnG4M28B8

ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 7 სექტემბრიდან, რეგისტრაცია სავალდებულოა 1 ოქტომბრამდე.

რეგისტრაციისათვის საჭიროა:  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე   baf@baf.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში:

235 67 56; 235 43 97; 593 309 802  (შორენა გამიაშვილი)

 

ბაფის განათლების კომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge