საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი


მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი

ახალი შესაძლებლობები ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლებისთვის

რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო მეწარმეებს ხშირად ფინანსური ანალიზისა და მართვის სუსტი უნარები აქვთ. მათ უჭირთ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, იქნება ეს ბიზნესის ზრდა თუ მდგრადობა. მეწარმეებს არ აქვთ უნარი გააკეთონ ადეკვატური პროგნოზები, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ინვესტიციები და ოპერაციების ოპტიმიზაცია სამომავლო ზრდაში. ბევრს არ გააჩნია განათლება ბიზნესსა და ფინანსურ მენეჯმენტში იმის მიღმა, რაც მათ ისწავლეს, როგორც თვითნასწავლმა მეწარმეებმა. ასევე, რეგიონებში მდებარე მეწარმეებს არ გააჩნიათ ბუღალტრული აღრიცხვის სრულფასოვანი სისტემები და მათი ცნობიერება არსებულ საბუღალტრო პროგრამებსა და მათი გამოყენების უპირატოსებებზე დაბალია. აქედან გამომდინარე, მათ ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება უკეთესი ფინანსური ანალიზისა და მენეჯმენტს საშუალებით გააუმჯობესონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა მწირია. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ახალი რეგულაციის თანახმად მცირე და საშუალო ბიზნესი საგადასახადო დეკლარირების წარდგენასთან ერთად, ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგებაც. შესაბამისად მეწარმეებს უფრო მეტად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად. საბუღალტრო სერვისის მიმწოდებლებს (ASP) უნდა ჰქონდეთ სერვისები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური მართვის უნარები SARAS-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) თანამშრომლობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულ რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან (RSMEDP) ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლების შესაძლებლობებისა და მომსახურების შეთავაზების გასაძლიერებლად. ბაფი დაეხმარება თავის წევრებს რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაუმჯობესებული ფინანსური საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებაში. ამის მიღწევა შესაძლებელია ASP-ების სერვისის შეთავაზების გაფართოებით ძირითადი ბუღალტრული აღრიცხვიდან ფინანსურ საკონსულტაციო სერვისებამდე მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით და ამ გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზებით რეგიოენბში მცირე და საშუალო მეწარმეებზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ბაფი:

  • შეიმუშავებს საბუღალტრო სერვისების მიმწოდებლებისთის კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამას, რომელშიც ჩაერთვებიან 60-80-მდე საბუღალტრო სერვისების მიმწოდებლები საქართველოს რეგიონებიდან.
  • მოახდენს 30-მდე საბუღალტრო სერვისების მიმწოდებლის ხელშეწყობას, რომლებიც გაუმჯობესებულ სერვისებს შესთავაზებენ 75-მდე ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოს.
  • მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს გაეზრდებათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ისარგებლებენ ფინანსური სერვისებითა და პროდუქტებით.

ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა იგეგმება საქართველოს ოთხ რეგიონში, კერძოდ: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და კახეთში. ტრენინგის ხანგრძლოვობაა 15 საათი პრაქტიკული სავარჯიშოების და კითხვა-პასუხის ჩათვლით, რომელიც შედგება შემდეგი თემებისგან: ფინანსური მოდელისა და ბიზნეს გეგმის საფუძვლები, ბიუჯეტირება და მმართველობითი აღრიცხვა, სასესხო კონსულტაცია, ბიზნესის ანალიზი, ეფექტური კომუნიკაცია, კრიზისების მართვა და რეაბილიტაციის პრაქტიკა.

სატრენინგო კომპონენტის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადამზადებულ ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლებს ექნებათ შესაძლებლობა გააფართოვონ თავიანთი მომსახურების სპექტრი და მცირე და საშუალო მეწარმეებს შესთავაზონ ფინანსური საკონსულტაციო სერვისები. მათ, ვინც გამოავლენს მზადყოფნას და მაღალ მოტივაციას და წარმოაჩენენ წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობას, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ მომსახურების სუბსიდირების მოდელში და წარადგინონ განაცხადის ფორმები ბაფში. შერჩეული კანდიდატები გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ბაფთან გააფორმებენ ხელშეკრულებას ფინანსური საკონსულტაციო სერვისების სუბსიდირების შესახებ შვიდი თვის ვადით.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია უზრუნველყოს მისი მდგრადობა და უწყვეტობა ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვით, რომლებიც შეავსებს უკვე განხორციელებულ აქტივობებს მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისთვის. გარდა ამისა, მარკეტინგული აქტივობები გაზრდის მოთხოვნას ზემოთ აღნიშნულ სერვისებზე და შეცვლის ამ სერვისების აღქმას რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო მეწამრეებში.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერის პროექტი   PDF

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge