ინფორმაცია ბაფის წესდებაში ცვლილებების გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით
ინფორმაცია ბაფის წესდებაში ცვლილებების გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით
ბაფის პატივცემულო წევრებო!
მიმდინარე წლის სექტემბერში განსახილველად გამოქვეყნებულ წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტში, წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამგეობამ შეიტანა ცვლილებები. საერთო კრებას პროექტი წარედგინება შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
გთავაზობთ გამოქვეყნებული ცვლილებების პროექტს და მასში შეტანილ ცვლილებებს:
- წესდების ცვლილებების პროექტით გამგეობის წევრების არჩევის წესი, რომელიც განსახილველად იყო გამოქვეყნებული
9.6 გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს:
- 1 წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი;
- 2 წევრისა ბიზნესში (გარდა აუდიტორისა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან;
- 2 წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან;
- 6 წევრისა კორპორაციული წევრი აუდიტორული ფირმებიდან (გარდა დიდი ოთხეულისა) ან/და ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორებიდან.
- გამგეობის წევრების არჩევის წესი, განხილვის პერიოდში მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მიღებული ჩასწორებებით (გამგეობის სხდომის ოქმი # 8. 19.10.2022):
მუხლი 9.6 - გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს:
- 1 წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დასაშვებია კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდეს წესდების 9.5. მუხლით დადგენილ წევრობის 2 წლიან მოთხოვნას, მაგრამ განაცხადის გაკეთების პერიოდისათვის უნდა იყოს ბაფის წევრი;
- 2 წევრისა ბიზნესში (გარდა აუდიტორისა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან;
- 2 წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან;
- 6 წევრისა აუდიტორული ფირმებიდან (გარდა დიდი ოთხეულისა) ან/და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორებიდან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, შაბათს 12 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო (სარჩევნო) კრება.
კრების დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2022 წლის 10 ოქტომბრიდან და დასრულდება 20 დეკემბერს.
გამგეობის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 9 დეკემბრამდე.
რეგისტრაცია შესაძლებელია: ბაფის მეილზე (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით, განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში. საერთო კრებისა და არჩევნების დეტალებზე შეგიძლიათ დარეკოთ ბაფის კანცელარიაში: 235 01 57; 235 43 97 (შორენა გამიაშვილი).
ბაფის ადმინისტრაცია