საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







2023 წლის 24 თებერვალს ბაფის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები


გამგეობის სხდომის ოქმი # 02            

ქ. თბილისი                                                                                                                                                          24.02. 2023 წელი

 

2023 წლის 24 თებერვალს, ონლაინ ფორმატში,  გაიმართა ბაფის გამგეობის სხდომა, რომელიც  დაიწყო 15:05 საათზე და დასრულდა 18:30 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ  გამგეობის წევრები: რუსუდან ჟორჟოლიანი (გამგეობის თავმჯდომარე);  მზევინარ გურაბანიძე; ლია გოგსაძე; ნიკოლოზ ბაკაშვილი; კონსტანტინე დათიაშვილი; ნონა რევაზიშვილი; ლევან საბაური;  დავით პაპიაშვილი; ქეთევან ყარაულაშვილი; ნიკოლოზ ჭოჭუა; სალომე ოდიშარია; ნოდარ ებანოიძე.   სხდომას (ხმის უფლების გარეშე) ესწრებოდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე და ბაფის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები: ანა კუსრაშვილი; ვახტანგ ცაბაძე; გიორგი ასლამაზაშვილი; თეიმურაზ ფარცხალაძე.

სხდომის თავმჯდომარე - რუსუდან ჟორჟოლიანი

სხდომის მდივანი - ლავრენტი ჭუმბურიძე

დღის წესრიგი:

  1. ბაფის მმართველობის სტრუქტურის ცვლილების, კერძოდ, ახალი კომიტეტების შექმნის გადაწვეტილების დამტკიცება.
  2. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.
  3. კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატურების დამტკიცება.
  4. აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.
  5. 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
  6. მიმდინარე საკითხები:

-,,რეფორმების განვითარების ფონდთან“ მემორანდუმის გაფორმების შესახებ;

-ბაფის იჯარის საკითხის (ბატონ მურად ნარსიას წერილი) შესახებ;

-შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.“-ის წერილის შესახებ.

საკითხი 1: ბაფის მმართველობის სტრუქტურის ცვლილების, კერძოდ, ახალი კომიტეტების შექმნის გადაწვეტილების დამტკიცება

საკითხის ირგვლივ ისაუბრა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა, რომელმაც  აღნიშნა, რომ ბაფის მმართველობის სისტემაში კომიტეტების განახლებული სტრუქტურის პროექტის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იყო 23 იანვრის გამგეობის სხდომაზე. პროექტი ითვალისწინებს სამი ახალი კომიტეტის შექმნას, ასევე არის მოსაზრება, რომ მოქმედ საწევრო კომიტეტს ეწოდოს წევრებთან ურთიერთობის კომიტეტი. მომხსენებელმა ისაუბრა ახალი კომიტეტების შექმნის მნიშვნელობაზე, წარმოადგინა კომიტეტების ჩამონათვალი და გამგეობის წევრებს სთხოვა, საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე, გამოეთქვათ მოსაზრებები.  მსჯელობის დროს გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ფორმულირებული კომიტეტების დასამტკიცებლად გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობდა გამგეობის ყველა (12) წევრი, რომლებმაც ერთხმად მხარი დაუჭირეს  წარმოდგენილი კომიტეტების დამტკიცებას:

 

  1. განათლების კომიტეტი;
  2. წევრებთან ურთიერთობის კომიტეტი;
  3. საგადასახადო კომიტეტი;
  4. აუდიტის ხარისხის კომიტეტი;
  5. ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი;
  6. სტანდარტების კომიტეტი;
  7. პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტი;
  8. მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტი;
  9. ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტი.

 

საკითხი 2: გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

სხდომის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის საკითხი. ისაუბრა, რომ ბაფის წესდებით, გამგეობა შედგება გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და გამგეობის წევრებისაგან. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან გამგეობის წევრებიდან და უნდა დასახელდეს კანდიდატურები. დასახელებული იქნა ნიკოლოზ ბაკაშვილისა და ნოდარ ებანოიძის კანდიდატურები. გამგეობის ყველა (12) წევრმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურებს და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეული იქნენ ნიკოლოზ ბაკაშვილი და ნოდარ ებანოიძე.

 

საკითხი 3: კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატურების დამტკიცება.

სხდომის თავმჯდომარემ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მიმოიხილა 23 იანვრის სხდომაზე  გამგეობის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომელიმე კომიტეტის ხელმძღვანელობის სურვილისა და შესაძლებლობების შესახებ, სადაც  კომიტეტების  ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვეს: კონსტანტინე დათიაშვილმა (განათლების კომიტეტი); ნიკოლოზ ბაკაშვილმა (წევრებთან ურთიერთობის კომიტეტი); დავით პაპიაშვილმა (საგადასახადო კომიტეტი). აღნიშნა, რომ პირადად ესაუბრა წინასწარი განხილვების  პროცესში დასახელებულ  სხვა კომიტეტების ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატურებს, რომლებთანაც წინასწარი თანხმობა შედგა: ანა კუსრაშვილი - აუდიტის ხარისხის კომიტეტი;  ვახტანგ ცაბაძე - ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი; თეიმურაზ ფარცხალაძე - სტანდარტების კომიტეტი; ლევან საბაური - პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტი; გიორგი ასლამაზაშვილი - მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტორული კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტი. რაც შეეხება ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტს აღნიშნა, რომ  ამ სეგმეტში გამგეობის ორი წევრია (ნონა რევაზიშვილი, სალომე ოდიშარია)  წარმოდგენილი და უპრიანი იქნებოდა თვითონ ესაუბრათ თავიანთ ხედვებზე და შესაძლებლობებზე.

 მოუსმინეს ნონა რევაზიშვილს, სალომე ოდიშარიას და კომიტეტების თავმჯდომარეობის დასახელებულ სხვა კანდიდატურებს.  

გამგეობის გადაწყვეტილებით (მომხრე -12, წინააღმდეგი -0) ბაფის კომიტეტებს უხელმძღვანელებენ:

  1. განათლების კომიტეტი - კონსტანტინე დათიაშვილი;
  2. წევრებთან ურთიერთობის კომიტეტი - ნიკოლოზ ბაკაშვილი;
  3. საგადასახადო კომიტეტი - დავით პაპიაშვილი;
  4. აუდიტის ხარისხის კომიტეტი - ანა კუსრაშვილი;
  5. ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი - ვახტანგ ცაბაძე;
  6. სტანდარტების კომიტეტი - თეიმურაზ ფარცხალაძე;
  7. პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტი - ლევან საბაური;
  8. მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტორული კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტი - გიორგი ასლამაზაშვილი;
  9. ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტი - სალომე ოდიშარია.

 

საკითხი 4: აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.

სხდომის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის საკითხი. აღნიშნა, რომ ბაფის წესდებით, აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ინიშნება გამგეობის მიერ 2 წლის ვადით, გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით.  ისაუბრა, რომ ბაფის მმართველობის საუკეთესო პრაქტიკაზე გადასვლის გაცხადებული პოლიტიკის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანი იქნება  მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძის გამოცდილების  გამოყენება. ისაუბრა მისი გამოცდილებისა და დანიშვნის უპირატესობის საკითხებზე.

გამგეობის გადაწყვეტილებით (მომხრე -12, წინააღმდეგი -0) ბაფის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ლავრენტი ჭუმბურიძე.

 

საკითხი 5: 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

სხდომის თავმჯდომარემ,  წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტზე სასაუბროდ, სიტყვა გადასცა აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც  ხაზი გაუსვა, რომ ბოლო სამი წლის ბიუჯეტებისაგან განსხვავებით, 2023 წლის მოსალოდნელი შემოსავლები და ხარჯები დაბალანსებულია და ფინანსური ზარალი მოსალოდნელი არ არის, რაც შესაძლებელი გახდა წევრებთან მომსახურების საკითხების გადასინჯვის შესახებ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებებით.

აღინიშნა, რომ პროექტში განხილული არ არის გრანტებიდან სხვა, შესაძლო შემოსავლების მიღება, რადგან ბიუჯეტის შედგენის თარიღისთვის  საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე არ  არის დაზუსტებული  ინფორმაცია. თუმცა, გრანტის მოპოვების შემთხვევაში, დონორისაგან მიღებული დაფინანსება თანაბრად  აისახება როგორც შემოსავლებში ასევე ხარჯებში და გავლენას ვერ მოახდენს წარმოდგენილი ბიუჯეტით დაგეგმილ ფინანსურ შედეგებზე. მისი შედეგები ბაფის ფინანსურ რესურსებს გაზრდის მომდევნო  წლებში.

აგრეთვე, არ არის გათვალისწინებული ხარჯები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს კომიტეტების  სამოქმედო გეგმებით გათვალისინებული ზოგიერთი საქმიანობის დასაფინანსებლად, რადგან მიმდინარე ეტაპზე კომიტეტების სამოქმედო გეგმები არ არის დამტკიცებული და დამატებით დასაფინანსებელ მუხლებზე ინფორმაცია  არ არის ცნობილი. ასეთი ხარჯების დაფინასების საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბაფის სარეზერვო თანხები.

მომხსენებელმა განაცხადა, რადგან ბიუჯეტის პროექტი გამგეობის წევრებს მიწოდებული ჰქონდათ მიმდინარე წლის 10 თებერვალს,  პროექტის ცალკეული მუხლზე მსჯელობა უმჯობესი იქნებოდა კითხვა-პასუხის ფორმატში.

გამგეობის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა განხილული პროექტის დამტკიცების საკითხი.

ბაფის 2023 წლის შემოსავლებისა და ხარჯების დამტკიცებას ხმა მისცა გამგეობის ყველა (12) წევრმა.

საკითხი 6:  მიმდინარე საკითხები:

  • ,,რეფორმების განვითარების ფონდთან“ მემორანდუმის გაფორმების შესახებ

მოისმინეს სხდომის თავმჯდომარის ინფორმაცია ბაფსა და რეფორმების განვითარების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.  გამგეობის წევრებმა მოიწონეს მემორანდუმის პროექტი და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

  • შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“-ს მომსახურების ანაზღაურების საკითხი

სხდომის თავმჯდომარემ, საკითხთან დაკავშირებით, მიმოხილვის გაკეთება სთხოვა აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც ისაუბრა, რომ  შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“-ს  (ბაფის წილი 100%) ყოველთვიური გამოცემა   მომხმარებლებს/წევრებს მიეწოდებოდათ შპს-ს ანგარიშზე შესაბამისი საფასურის (წლიური 72 ლარი) გადახდის შესაბამისად, საიდანაც ფინანსდებოდა  მისი გამოცემის ხარჯები. გამგეობის გადაწყვეტილებით (ოქმი #7. 27. 07.2022),   2023 წლიდან ბაფის წევრებს ჟურნალი უნდა მიეწოდოთ საფასურის გადახდის გარეშე  და გამოცემის ხარჯები  დაიფაროს ბაფის საწევრო შემოსავლებიდან.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „ვინაიდან შპს-ს  დირექტორის მოვალეობას (შეთავსებით, გამგეობის გადაწყვეტილებით) ასრულებს ბაფის აღმასრულებელი დირექტორი და კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარეს წარმოადგენს ერთი პირი, მართებულია საკითხი გამგეობაზე განიხილოთ და  მიიღოთ გადაწყვეტილება  ჟურნალის გამოცემის ხარჯების ანაზღაურების ფორმაზე“.

 საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა.

მიღებული გადაწყვეტილება:  მომზადდეს მომსახურეობის ხელშეკრულების პროექტი შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხავას“ და ბაფს შორის, სადაც ხელმომწერი პირები იქნებიან შპს-ს დირექტორი და ბაფის გამგეობის თავმჯდომარე;

ხელშეკრულების პროექტი, საგადასახადო კუთხით რისკების შეფასების მიზნით, მიეწოდოს ბაფის  საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით პაპიაშვილს და ეთხოვოს, გამგეობის წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორს მოსაზრებები  მიაწოდოს ერთი კვირის ვადაში. 

  • ბაფის იჯარის საკითხის (ბატონ მურად ნარსიას წერილი) შესახებ

სხდომის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა ბატონი მურად ნარსიას (ბაფის ყოფილი გამგეობის წევრი)  წერილი, რომელშიც ავტორი მოითხოვს  ბაფის იჯარასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო ბაფის შვილობილი კომპანიის შპს „ბუღალტერთა ინსტიტუტი“-ს კუთვნილ ფართობზე ბაფის ოფისის განთავსება და ითხოვს ბაფსა და შპს კონსაუდის შორის იჯარის ხელშეკრულების მომზადების პროცესში მონაწილე ბაფის ადმინისტრაციის და ბაფის წევრების ქმედების პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთა შესაბამისობის საკითხის შესწავლას.  

მომხსენებელმა ისაუბრა, რომ  ბატონი მ. ნარსიას მიერ (იმ პერიოდში, გამგეობის წევრი) 2 წლის წინ გააქტიურებული იჯარის თემას გამგეობის არაერთი სხდომა მიეძღვნა. კერძოდ, განხილული იყო მეიჯარის (კონსაუდი) წერილობითი   მოთხოვნა  საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; დაქირავებული იქნა 2 საშემფასებლო კომპანია (მ.შ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო) საიჯარო ფართის საბაზრო ღირებულების შეფასებაზე. საკითხის საფუძვლიანი შესწავლისა და განხილვების შედეგად,  გამგეობას ერთხმად (მ.შ. მურად ნარსის მხარდაჭერით) აქვს მიღებული გადაწყვეტილება  მეიჯარესათვის ეთხოვა  ხელშეკრულების გაგრძელება.  

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შპს „ბუღალტერთა ინსტიტუტის დირექტორი“, ბატონი რევაზ ძაძამია გამგეობას  წერილობით მიმართავს,  ბაფის გამგეობის  წევრები, ბატონ მურადთან ერთად, ვეწვიოთ ინსტიტუტს, წერილში მოტანილი ფაქტების ადგილზე შესწავლის და რეალობის ობიექტურად შეფასების მიზნით და ამ თემაზე  შეწყდეს დაუსრულებლად საუბარი, ან გამგეობამ მიიღოს გადაწყვეტილება  სხვა  საიჯარო ფართის მოძიებაზე, რადგან ეს არ არის ნორმალური სიტუაცია.

 

საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა და კენჭი უყარეს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნას.

 

კენჭისყრის შედეგები: მომხრე -12;  წინააღმდეგი -0.

 

მიღებული გადაწყვეტილება:

 

  1. შეიქმნას საკითხის შემწავლელი კომისია: ნიკოლოზ ბაკაშვილი; ქეთევან ყარაულაშვილი; ნიკოლოზ ჭოჭუა; დავით პაპიაშვილი; მზევინარ გურაბანიძე; ლია გოგსაძე; ლევან საბაური.
  2. კომისიის ხელმძღვანელობა ეთხოვოს ნიკოლოზ ბაკაშვილს;
  3. კომისიის მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მოწვეულ იქნეს ბ-ნი მურად ნარსია (მომჩივანი);
  4. კომისიის მიერ რეალობის დადგენის შემდეგ, საკითხი გადავიდეს მომდევნო ეტაპზე, ან:
  • დაკმაყოფილდეს მომჩივანის მოთხოვნა, წერილში დასახელებული პირების საკითხის ეთიკისა და დისციპლინარული მოკვლევის კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემაზე, ან:
  • ეთიკისა და დისციპლინარული მოკვლევის კომიტეტს განსახილველად გადაეცეს მომჩივანის პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხი.

 

6.4. შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.“-ის წერილის შესახებ

ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა სხდომის მონაწილეებს სთხოვა მოსაზრება გამოეთქვათ შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.“-ის წერილთან (რომელიც დაგზავნილი ჰქონდათ) დაკავშირებით, სადაც საუბარია ბაფის წევრი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნის სტანდარტთან შესაბამისობაზე. საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა და მოსაზრებები გამოთქვეს: ლევან საბაურმა, ქეთევან ყარაულაშვილმა, ლავრენტი ჭუმბურიძემ. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საკითხი შეეხება ფასწარმოქმნის ადეკვატურობას, რომელზედაც არ არის დადგენილი  რაიმე სტანდარტი (ნორმა). ამიტომ ვერ მოხდება აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნის სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა.

 

მიღებული გადაწყვეტილება: ეთხოვოს აღმასრულებელ დირექტორს, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მოამზადოს შესაბამისი პასუხი და გაუგზავნოს შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.“-ს .

6.5 . გრანტის პროექტი ბუღალტერთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე

ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა ინფორმაცია მიაწოდა სხდომის მონაწილეებს გრანტის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ პროექტი მომზადებულია ბაფის აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ, გრანტზე განაცხადის   წარდგენის ვადა მიმდინარე წლის აპრილში იწურება და რადგან გრანტის თემა  ბუღალტერთა საკვალიფიკაციო პროგრამის შემუშავებასა და ბუღალტერთა გადამზადების  საკითხებს შეეხება, მიზანშეწონილია დაიგეგმოს ბუღალტერთა პროფესიულ ორგანიზაციებთან შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, აგრეთვე, მომავალი თანამშრომლობის  ხედვებზე  სასაუბროდ.

მომხსენებელმა  ბატონ ლევან საბაურს სთხოვა შეხვედრის ორგანიზება, ბაფის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად.

 

სხდომის თავმჯდომარე - რუსუდან ჟორჟოლიანი

        სხდომის მდივანი - ლავრენტი ჭუმბურიძე

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge