საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კახეთის რეგიონში


პროფესიის  წარმომადგენლებთან  შეხვედრა კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირებისათვის, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი)  სამუშაო შეხვედრას გამართავს თელავში. 

სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას ახორციელებენ  ბაფის გამგეობის წევრები: ნიკოლოზ ბაკაშვილი (წევრებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე) და ნონა რევაზიშვილი (ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტი).

 

შეხვედრების ძირითადი თემები:

  • ინფორმაცია პროფესიაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტისა და ზედამხედველობის სამსახურის სტრატეგიული ხედვის შესახებ;
  • ბაფში მოქმედი და დაგეგმილი, პროფესიის მხარდამჭერი, პროექტების შესახებ.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პროფესიაში მიმდინარე პროცესებზე  მოსაზრებების ურთიერთგაზიარებას და შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს.

 

  შეხვედრის თემატიკა და სამუშაო გრაფიკი  

 

 

დღის წესრიგი

მომხსენებლები

რაფიკი

1

ღონისძიების გახსნა;  ბაფის რეგიონალური შეხვედრების შესახებ

ნიკოლოზ ბაკაშვილი - გამგეობის წევრი, წევრებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე

13.00 -13.10

2

პროფესიაში მიმდინარე პროცესებისა და ბაფის საქმიანობის აქტუალური თემების მოკლე მიმოხილვა

რუსუდან ჟორჟოლიანი,

ბაფის გამგეობის თავმჯდომარე

13.10-15.25

3.

ბაფის საქმიანობით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები

ლევან საბაური - გამგეობის წევრი, პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე

13.25-13.40

 

4

მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტური კომპანიების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ

გიორგი ასლამაზაშვილი, მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტური კომპანიებთან ურთიერ-

თობის კომიტეტის თავმჯდომარე;

რევაზ ძაძამია - ბაფის მრჩეველი, შპს კონსაუდის პარტნიორი/დირექტორი

13.40-14.00

 

5.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი - „ახალი შესაძლებლობები ბუღალტრული სერვისების მიმწოდებლებისთვის“

კოტე დათიაშვილი - გამგეობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე;

ნონა რევაზშვილი, - ბაფის გამგეობის წევრი, ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტე

14.00-14.10

6

მცირე და საშუალო ბიზნესში პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტერთა ერთიანი რეესტრის კონცეფცია   - პრეზენტაცია

ლავრენტი ჭუმბურიძე, აღმასრულებელი დირექტორი

14.10-14.20

7

საგადასახადო და ბიზნესკანონმდებ-ლობის სიახლეების მოკლე მიმოხილვა

დავით პაპიაშვილი - გამგეობის წევრი, საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე

14.20-14.30

 

8

  შესვენება, კოფე ბრეიკი

 

14.30-15.00

9

მოსაზრებების მოსმენა, კითხვები (წარდგენილი ინფორმაციის, ბაფის საქმიანობის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრის, აუდიტის  თემებზე) და ბაფის წარმომადგენელთა პასუხები

ღონისძიებაში მონაწილეები,

ბაფის წარმომადგენლები

 

15.00-16.15

 

 

 

ბაფის გამგეობა

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge