საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







2023-2024 სასწავლო წლის ბაფის სტიპენდიანტები


2023-2024 სასწავლო წლის ბაფის  სტიპენდიანტები  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის წარდგინებით, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სტიპენდიანტები გახდნენ ფაკულტეტის VII სემესტრის წარჩინებული სტუდენტები: 

ანი კაპანაძე და

ნინი ჭაღიაშვილი.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა 2006 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2 საუკეთესო სტუდენტზე,  თითოეულზე თვეში 125 ლარი.

ბაფის გამგეობა და ადმინისტრაცია ულოცავს ბაფის სტიპენდიანტებს და წარმატებებს უსურვებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge