ბაფის საერთო (28-ე) კრების მოკლე მიმოხილვაბაფის საერთო (28-ე) კრების მოკლე მიმოხილვა 2023 წლის 24 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება, რომელიც ჩატარდა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“. კრებას ესწრებოდა 241 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. კრებას თავმჯდომარეობდა ბაფის გამგეობის თავმჯდომარე, ქალბატონი რუსუდან ჟორჟოლიანი, მდივანი - ქალბატონი შორენა გამიაშვილი. დელეგატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა (იხილეთ ანგარიშის პრეზენტაცია ) გაწეული საქმიანობის შესახებ დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდეს: პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან საბაურმა; მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტურ კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ასლამაზაშვილმა; ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სალომე ოდიშარიამ. ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თინათინ ღვინიფაძე (იხილეთ ანგარიში). ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები . საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის საქმიანობა (მომხრე 241, წინააღმდეგი 0). სხდომის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული „ბაფის მმართველობისა და მენეჯმენტის ქცევის კოდექსი“ (პროექტი). პროექტის ირგვლივ გაიმართა დისკუსია და გამოითქვა მოსაზრებები. საერთო კრებამ წარმოდგენილ პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის შედეგები: მომხრე 233, წინააღმდეგი 8. დამსახურებული წევრების დაჯილდოვება. საერთო კრებამ, ბაფის ერთგულებისა და პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის, საპატიო სიგელებით და ვიმპელებით დააჯილდოვა ბაფის წევრები: აბაიშვილი ვახტანგი; აბულაძე იოსები; არჩაია დოდო; გამიაშვილი შორენა; თუთბერიძე კონსტანტინე; მენაბდე მადონა; ზაზაშვილი გია; ზაქარაია მაია; კურცხალია მაია; მიხელიძე ნანა; რომანაძე ნატო; ჩხაიძე ირმა; ჩოხელი გია; ჯაბნიძე ნატო; ხუსკივაძე ფრენო
|