უმცროსი ბუღალტერი

საკონსულტაციო კომპანია Aker Finance აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
AKER საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს დახმარებას
ბიზნეს პროცესების აწყობაში, განვითარებასა და მართვაში. ჩვენი ძირითადი
მიმართულებებია: ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიული ბრენდინგი,
ორგანიზაციული სტრუქტურების დიზაინი და მარკეტინგი. ჩვენ თანამშრომლებს აქვთ
შესაძლებლობა ითანამშრომლონ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ
ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან UN Global Compact Network, EBRD, USAID, GITA, RDA,
Mercy Corps.
პოზიციის დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: 10:00 – 18:00
შესვენების დრო: 1 საათი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო აღწერილობა:
· პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
· საბუღალტრო პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია საბუღალტრო პროგრამაში;
· ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა და დამუშავება;
· საოპერაციო ხარჯების კლასიფიკაცია და აღრიცხვა;
· საგადასახადო დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და მომზადება;
· ფინანსურ ანგარიშგებაში მონაწილეობა;
· ბუღალტრის დახმარება ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების წარმოებაში.
პოზიციის მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბუღალტრულ აღრიცხვაში ან მიმდინარე სტუდენტი აღნიშნულ მიმართულებაზე
· მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საბუღალტრო სფეროში (სასურველი)
· გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის კუთხით (დამატებითი უპირატესობა)
· MS Excel-ის სამუშაო დონის ცოდნა
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცოდნა
რას გთავაზობთ:
· სტაბილურ სამუშაოს თანამედროვე კომპანიაში
· პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
· კარიერული ზრდის პერსპექტივებს
თუ თვლი რომ ეს სამუშაო შენთვისაა, გამოაგზავნე შენი რეზიუმე ჩვენთან:
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა:
გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: HR@fireflies.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “ უმცროსი ბუღალტერი’’.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 28.03.2025
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://fireflies.ge გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.