top of page

მნიშვნელოვანი სიახლებიზნესში დასაქმებული/დასაქმების მსურველი ბუღალტრებისათვის!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია წარმოგიდგენთ მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამას.  რომელიც მომზადებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლის, პროფესიისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად.


პროგრამა შემუშავებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.





პროგრამა ეფუძნება ნებაყოფლობით პრინციპს, რაც გულისხმობს პირის თავისუფალ არჩევანს გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობაში.

პროგრამის მიზანი

სერტიფიცირების პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში (მსბ) დასაქმებული/დასაქმების მსურველი ბუღალტრების  პროფესიული კომპეტენციის დადასტურება და  მათი ერთიანი რეესტრის წარმოება.

 

განსაზღვრული კომპეტენციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, პირს მიენიჭება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტრის სტატუსი, რომელიც დასტურდება სერტიფიკატით, რაც მსბ კომპეტენტური ბუღალტრების  რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა; 

პროგრამის ბენეფიციარების სარგებელი

·         მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნების ერთიანი პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები;

·         აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფაში ბუღალტრების სრულფასოვანი ჩართულობა;

·         ანგარიშგების ხარისხის ზრდა ბუღალტერთა პროფესიული კომპეტენციის ამაღლების გზით;

·         საგადასახადო დაბეგვრის სფეროში ცოდნის ამაღლება და საგადასახადო დისციპლინის გაზრდა;

·         პროფესიული ეთიკის ნორმების  გათავისება და პრაქტიკაში გამოყენება;

·         ბუღალტრის პროფესიისადმი ნდობის ამაღლება;

·         ბიზნესის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე კვალიფიციურ ბუღალტერთა შესახებ;

·         ბიზნესისათვის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

საგამოცდო მოდულები:

·         ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში;

·         მმართველობითი აღრიცხვა მცირე და საშუალო საწარმოებში;

·         ბიზნესის სამართალი მცირე და საშუალო საწარმოებში;

·         აუდიტის საფუძვლები;

·         საგადასახადო დაბეგვრა;

·         ეთიკის კოდექსი;

·         კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენება.

 

სერტიფიცირების პროგრამა და სილაბუსები. სერტიფიცირების პროგრამისა და სილაბუსების შემმუშავებელი  სპეციალური საბჭოს მიერ,   მომზადებული და ბაფის განათლების კომიტეტის მიერ   დამტკიცებულია  საგამოცდო მოდულების პროგრამა და სილაბუსები. გამოცემულია შესაბამისი ლიტერატურა.


 

გამოცდაზე დაშვება. სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება ბაფში პრეტენდენტად  რეგისტრირებული პირი, რომელსაც:

ა)   აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; ან

ბ)   აქვს პროფესიული ეკონომიკური (ან ეკვივალენტური) განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან

გ)   აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია ბუღალტრად  პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.

პირმა პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ბაფში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

·         პირადი განცხადება; 

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

·         განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

·         ბუღალტრად  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;                        

 

გამოცდებისთვის მომზადება

პრეტენდენტი პროფესიული გამოცდისათვის მომზადებას გადის ბაფის სასწავლო ცენტრში, ან სხვა პროფესიულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში, ან გამოცდისთვის ემზადება დამოუკიდებლად.

 

სერტიფიცირების გამოცდები. სერტიფიცირებისგამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ - ივნისსა და დეკემბერში. საგამოცდო მოდულები, გარდა კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებისა, ერთად ბარდება, იხილეთ ბმული...

 

რეესტრში რეგისტრაციისწინაპირობა. ბაფი აწარმოებს პროფესიული კომპეტენციის მქონე ბუღალტერთა ერთიან რეესტრს. რეესტრში რეგისტრაცია  ნებაყოფლობითია. 

რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს:

·         პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი ბაფის სერტიფიკატი; 

·         ბაფის წევრობა;

·         პირის  განაცხადი რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

 

დამატებითი ინფორმაცია:

ბაფში, მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა მოიცავს 172 საათს, მათ შორის:

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში -72 საათი;

მმართველობითი აღრიცხვა - 20 საათი;

საგადასახადო დაბეგვრა - 48 საათი;

ქართული ბიზნეს სამართალი - 16 საათი;

პროფესიული ეთიკის კოდექსი- 8 საათი;

აუდიტის საფუძვლები -  8 საათი.

სწავლებისა და სერტიფიცირების საფასური

პროგრამაში მონაწილეობის ჯამური ღირებულებაა 1872 ლარი, დღგს ჩათვლით. მათ შორის:   

სწავლების საფასური 1180 ლარი;

ლიტერატურის ღირებულება 220 ლარი;

გამოცდები და სერტიფიცირება 472 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობის პრეტენდენტთა რეგისტრაცია

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 17 თებერვლიდან;

სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 17 მარტიდან;

პირველი სერტიფიცირების გამოცდები ჩატარდება 2025 წლის ივნისი/ივლისში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 235 67,56;  235 01 57. ელ.ფოსტა baf@baf.ge

                                               

შორენა მაჭარაშვილი  -   577 071 589

მირანდა ვაჟბედაშვილი   - 599 605 551


bottom of page