top of page

ბაფის წესდება

განახლებულია 02.02.2023 წელი

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა

და აუდიტორთა ფედერაცია

რეგისტრირებული კავშირი

 

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა

და აუდიტორთა ფედერაციის

 (რეგისტრირებული კავშირი)

დამფუძნებლები

  1. რევაზ ძაძამია - დაბ. 23.02.1956წ. სენაკის რ-ნის სოფ. ლეძაძამეში, მცხ. ქ. თბილისში, დ/დიღომი კორპ. 5, ბ. 159, პროფესიით ბუღალტერ-ეკონომისტი.

  2. ლავრენტი ჭუმბურიძე - დაბ. 15.09.1956წ. ბაღდათის რ-ნის სოფ. დიდველაში, მცხ. ქ. თბილისში, სოფ. დიღომი მეფე მირიანის 144. პროფესიით ბუღალტერ-ეკონომისტი.

  3. ზურაბ ხარატიშვილი - დაბ. 14.11.1967წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. 174. პროფესიით ეკონომისტი.

  4. ლევან ფაღავა - დაბ. 28.02.1966წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ფანასკერტელის ქ. №9/14, პროფესიით ეკონომისტი.

  5. ალექსანდრე კავთიევსკი - დაბ. 31.03.1955წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლება კორპ. 16, ბ. 51., პროფესიით ეკონომისტი.

  6. იური დოლიძე - დაბ. 18.10.1970წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ცაგერის ქუჩა №6, ბინა 23, პროფესიით აუდიტორი,

  7. ონსტანტინე დათიაშვილი - დაბ. 10.01.1962წ. ქ. ქუთაისში, მცხ. ქ. ქუთაისში, ქანთარიას 43, პროფესიით ეკონომისტი.

 1. ზოგადი დებულებები

1.2

1.1

1.3

1.4

1.5

1.6

1.7

"საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" რეგისტრირებული კავშირი (შემდგომში - „ფედერაცია“) წარმოადგენს საქართველოს ბუღალტერთა კლუბის ბაზაზე შექმნილ არაკომერციულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

ფედერაცია წარმოადგენს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილ საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებულ წარმონაქმნს, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

ფედერაცია პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებისათვის, ასევე არ აგებენ პასუხს მისი წევრები ფედერაციის ვალდებულებებისათვის. ფედერაციის არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან.

ფედერაციის სრული სახელწოდებაა:

  • ქართულად: "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“  რეგისტრირებული კავშირი.

  • ინგლისურად: Georgian Federation of Professional Accountants and Auditors.

ფედერაციის შემოკლებული სახელწოდებაა:

  • ქართულად "ბაფი"

  • ინგლისურად GFPAA

ფედერაციის სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

ფედერაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. N61

 2. ფედერაციის დამფუძნებლები

2.1

ფედერაციის დამფუძნებლების მონაცემები მოცემულია N1 დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესდების განუყოფელ ნაწილს

 3. მიზნები და ამოცანები

3.1

ფედერაციის შექმნისა და მისი საქმიანობის მიზანი არის ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანება:

  • საქართველოში კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს რეგულირებაში მონაწილეობისათვის

  • საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის;

  • ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდტში საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვისათვის;

  • ფინანსური ანგარიშგებისა  და აუდიტის ეროვნული ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისათვის;

  • ფედერაციის წევრთა საერთო ინტერესების დაცვისათვის.

ფედერაცია დასახული საერთო მიზნის მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

  • გამოხატავს თავისი წევრების ლეგიტიმურ ინტერესებს სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

  • წარადგენს წინადადებებს სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებზე;

  • ხელს უწყობს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ნორმების, სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე;

  • პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე შეიმუშავებს მეცნიერულად დასაბუთებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტური საქმიანობის საკითხებზე;

  • ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დახვეწას ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში, ხანგრძლივი რეგულარული პროგრამების დაფინანსებასა და ზედამხედველობას;

  • შეიმუშავებს და ნერგავს საერთო ნორმებსა და სტანდარტებს თავისი წევრებისათვის სერთიფიკატების გასაცემად;

  • ნერგავს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსს (IESBA Code)და მუდმივ კონტროლს უწევს მის დაცვას;

  • ზრუნავს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიული დონის ასამაღლებლად, მისი პოპულარიზაციისათვის; უზრუნველყოფს ფედერაციის წევრების მიერ მისი წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, წევრებისათვის ეკონომიკური სექტორის კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კონფერენციების, სემინარების, პროფესიული პუბლიკაციების გზით. ფედერაცია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს თავისი წევრების სოციალურ დაცვას;

  • მონაწილეობს სამეწარმეო და სხვა ტიპის მომგებიან საქმიანობაში ისეთი საწარმოების, ორგანიზაციებისა და ერთეულების ჩამოყალიბების გზით, რომლებსაც ექნებათ იურიდიული პირის სტატუსი;

  • ქმნის ფედერაციის მიზნობრივ ფონდებს ფედერაციის მიზნებსა და ამოცანებთან შეხამებული საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და სოციალური გარანტიების განსახორციელებლად;

  • აერთიანებს ბუღალტრებისა და აუდიტორების, ფედერაციის წევრების ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურსებს მათი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შესაქნელად;

  • უზრუნველყოფს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრობისადმი განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

  • ახორციელებს კანონით ნებადართულ და აუკრძალავ ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. 

  •  ახორციელებს ბუღალტრული აღრიცვისა და აუდიტის რეგულირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას მისი კომპეტენციის ფარგლებში

ზოგიერთი საქმიანობა, რომლის ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, ფედერაციას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ამ საქმიანობის განხორციელება ფედერაციას შეუძლია ნებართვის მიღების მომენტიდან.

3.2

3.3

 4. ფედერაციის წევრობა

4.1

ფედერაციაში დაშვებულია ინდივიდუალური (ნამდვილი და ასოცირებული) და კორპორაციული წევრობა.

ფედერაციის ნამდვილი წევრები არიან ფედერაციის მიერ აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრები და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობით სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებული პირები, ასევე, რომლებიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებულნი არიან პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად ან მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნის იდენტურ სერტი­ფიცირებულ პირებად.

ფედერაციის ასოცირებული წევრები შეიძლება იყვნენ პირები:

ა) რომელთაც აქვთ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური (პროფესიული) განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის ან ეკონომიკის სხვა სფეროში;

ბ)  რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკური პროფილით;

გ) რომლებიც ჩართული არიან ფედერაციის პროფესიონალ ბუღალტერთა  სასერთიფიკაციო პროგრამაში;

დ) რომელთაც გავლილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოსამზადებელი კურსები;

ე)  რომლებიც მოღვაწეობენ ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის სფეროში.

წევრობის კანდიდატის გამოცდილების, კომპეტენციის, ფინანსური პასუხისმგებლობის, პროფესიული შესაძლებლობებისა და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნილებების დადგენის წესსა და მათ შესახებ დებულებას ამტკიცებს ფედერაციის გამგეობა.

პირი არ შეიძლება იყოს ან გახდეს ფედერაციის ნამდვილი წევრი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

ფედერაციაში გაწევრიანება ხდება საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით

საწევრო კომიტეტს ხმათა უმრავლესობით შეუძლია მიიღოს წევრად ან უარი უთხრას წევრობის კანდიდატს. უარყოფილმა კანდიდატმა უნდა მიიღოს ნათელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ ეთქვა უარი. მას უფლება აქვს ხელახლა შეიტანოს თხოვნა წევრობის შესახებ ან მიმართოს ფედერაციის გამგეობას.

ფედერაციის კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტური ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი გაწევრიანების პროცედურები.

კორპორაციული წევრი ფედერაციის წესდებით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით. საერთო კრებაზე კორპორაციულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

კორპორაციული წევრი სარგებლობს იგივე უფლებებით, რაც ნამდვილი წევრი.

ფედერაციის წევრობა შიძლება შეჩერებული იქნეს წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. წევრობის შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფედერაციის გამგეობა საწევრო ან/და პროფესიული ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის წარდგინებით.

ფედერაციის წევრს უფლება აქვს ნებაყოფლობით გავიდეს წევრობიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან ერთი თვის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ის ჩვეულებრივ ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

წესდების დებულებების, ასევე წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) და აუდიტის ხარისხის მართვის სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ფედერაციის წევრების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს სანქციები მითითების, დავალდებულების, საჯარო გაფრთხილების, წევრობის შეჩერების ფედერაციიდან გარიცხვის სახით.

ფედერაციიდან წევრის გარიცხვის მიზეზი შეიძლება გახდეს მის მიერ წესდების დებულებათა სისტემატური შეუსრულებლობა ან ფედერაციის საწესდებო საქმიანობისათვის შეუფერებელი მოქმედებების განხორციელება, აგრეთვე, ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც დისკრედიტაციას უწევს ბუღალტრისა და აუდიტორის საქმიანობას. ფედერაციის წევრის მიმართ გასატარებელ ადმინისტრაციულ ზომებს და პროცედურებს ადგენს გამგეობა.

ფედერაციის წევრის გარიცხვას ახორციელებს ფედერაციის გამგეობა საწევრო კომიტეტის წარდგინებით. ფედერაციის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მისი გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

4.3

4.2

4.4

4.5

4.8

4.6

4.7

4.9

4.10

4.11

4.12

4.13

4.14

4.15

  5. ფედერაციის წევრების უფლება-მოვალეობები

5.1

ფედერაციის წევრები უფლებამოსილნი არიან:

  • არჩეული იქნენ ფედერაციის საქმიანობის მმართველ ორგანოებში;

  • მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის საერთო კრების საქმიანობაში;

  • დაასახელონ გამგეობის წევრობის კანდიდატები, ხმა მისცენ პერსონალურად და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ან წერილობითი საარჩევნო ბარათით, ან ონლაინ პლატფორმის რესურსის გამოყენებით  გამგეობის არჩევნების დროს, აგრეთვე წესდების ნორმებისა და წესების დადგენის დროს, წესდების ნორმებსა და წესებში ცვლილებების შეტანის დროს;

  • წინადადებები შეიტანონ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სახელმწიფო ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში;

  • მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის სხვა ღონისძიებებში;

  • ხელი მიუწვდებოდეთ უახლოეს პროფესიულ ინფორმაციაზე სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის, სპეციალურ ლიტერატურაზე ხელმოწერის გზით.

ფედერაციის წევრები ვალდებული არიან:

  • გადაიხადონ საწევრო გადასახადი ფედერაციის გამგეობის მიერ დაწესებული ოდენობით;

  • დაიცვან პროფესიული ეთიკისა და ფედერაციის საწესდებო ნორმები;

  • ჩააბარონ ფედერაციის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდა (ნამდვილი წევრებისათვს);

  • დააკმაყოფილონ ფედერაციის მოთხოვნები პროფესიული ჩვევების მუდმივი სრულყოფის მხრივ;

  • გააგრძელონ თავისი პროფესიული მოღვაწეობა ფედერაციის წევრობის პირობების   ამსახველი მე-4 მუხლში ჩამოთვლილ სფეროებში.

  • დააკმაყოფილონ სხვა მოთხოვნები, რომელსაც დაადგენს ფედერაცია მისი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში წევრობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ფედერაციაში შესვლისთანავე ყოველ წევრს უფლება აქვს მიიღოს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობა გაიცემა მხოლოდ პირველი შესატანისა და მიმდინარე წლის საწევრო გადასახადის შეტანის შემდეგ. წვრობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ფედერაციის სამდივნოს მოთხოვნისთანავე.

გარდა წესდების ამ მუხლით დადგენილი ზოგადი უფლება-მოვალეობებისა, კორპორაციული წევრი ვალდებულია გაიაროს ფედერაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული გაწევრიანების პროცედურები და გადაიხადოს კორპორაციული საწევრო შენატანი. გაწევრიანების საფასურსა და საწევრო შენატანის ოდენობას ადგენს გამგეობა.

5.2

5.3

5.4

 6. ფედერაციის ორგანოები

6.1

ფედერაციის ორგანოებია:

  • ფედერაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომში - საერთო კრება);

  • ფედერაციის გამგეობა (შემდგომში -გამგეობა);

  • სარევიზიო კომისია;

  • საკონსულტაციო საბჭო.

 7. საერთო კრება

7.1

საერთო კრება წარმოადგენს ფედერაციის მართვის უმაღლეს ორგანოს.

საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც ან როცა ამას ფედერაციის ინტერესები მოითხოვს. საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ფედერაციის წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით.

 

აერთო კრების მოწვევის დროისა და ადგილის, წარმომადგენლობის ნორმების და დელეგატების არჩევის წესს განსაზღვრავს ფედერაციის გამგეობა. ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საერთო კრება ჩატარდეს ონლაინ ფორმატში.

საერთო კრების მოწვევის შესახებ ფედერაციის წევრებს უნდა ეცნობოს ბეჭდვით ორგანოში ან ფედერაციის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით კრების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე მაინც.

საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ფედერაციის დელეგირებული წევრების ნახევარი მაინც.

საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის შესახებ – ორი მესამედის უმრავლესობით. ფედერაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს დელეგირებული ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს.

იმ დელეგირებულ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

საერთო კრების კენჭისყრის შედეგების შესაჯამებლად საერთო კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას 5 წევრის შემადგენლობით. საერთო კრების ონლაინ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, ხმების დათვლა უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო კრების ჩასატარებლად გამოყენებული ონლაინ პლატფორმის შესაბამისი რესურსით, რაც გამორიცხავს ხმის დამთვლელი კომისიის საჭიროებას.  საერთო კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

საერთო კრების ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე და მდივანი.

7.2

7.3

7.4

7.5

7.6

7.7

7.8

7.9

  8. საერთო კრების კომპეტენცია

8.1

 საერთო კრება უფლებამოსილია:

  • განიხილოს და დაამტკიცოს ფედერაციის წესდება (წესდების ახალი რედაქცია), შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;

  • აირჩიოს ფედერაციის თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის გამგეობის თავმჯდომარე;

  • აირჩიოს ფედერაციის გამგეობა და სარევიზიო კომისია;

  • შექმნას საკონსულტაციო საბჭო;

  • შეცვალოს ფედერაციის მიზნები;

  • დაამტკიცოს ფედერაციის გამგეობის ანგარიშები;

  • დაამტკიცოს ფედერაციის გამგეობის დებულება;

  • დაამტკიცოს გამგეობის წევრის ქცევის კოდექსი;

  • მოისმინოს და დაამტკიცოს ფედერაციის თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები;

  • ფედერაციის გამგეობის წარდგინებით შეწყვიტოს ფედერაციის ტერიტორიული ფილიალების (ადგილობრივი წარმომადგენლობების) საქმიანობა;

  • გადაწყვიტოს ფედერაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხები. 

საერთო კრება ფედერაციის თავმჯდომარეს და გამგეობის წევრებს ირჩევს ფარული კენჭისყრით.

8.2

9. გამგეობა

9.1

გამგეობას ირჩევს ფედერაციის წევრთა საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე.

გამგეობა შედგება გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და გამგეობის წევრებისაგან. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან გამგეობის წევრებიდან.

გამგეობა შედგება არაუმეტეს 12 წევრისაგან.

გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატები კენჭს იყრიან პირადი განცხადების საფუძველზე. ეს პირები ვალდებული არიან საერთო კრების ჩატარებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე

ფედერაციის სამდივნოს ჩააბარონ:

  • განცხადება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილის შესახებ;

  • პირადი ხედვა -სამოტივაციო წერილი, ფედერაციის საქმიანობაში მონაწილეობისა და წვლილის შესახებ;

  • რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (აკადემიური სექტორის და აუდიტორული ფირმის შემთხვევაში);

  • სარეკომენდაციო/მხარდაჭერის წერილი ფედერაციის არანაკლებ 5 წევრისაგან (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების და ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორების შემთხვევაში).

გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) ასარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს ფედერაციის წევრი (მინიმუმ ბოლო 2 წელი);

  • არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები;

  • იცნობდეს ფედერაციის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; და

  • აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს:

  • 1 წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დასაშვებია კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდეს წესდების  9.5. მუხლით დადგენილ  წევრობის 2 წლიან მოთხოვნას, მაგრამ განაცხადის გაკეთების პერიოდისათვის  უნდა იყოს ბაფის წევრი;

  • 2 წევრისა ბიზნესში (გარდააუდიტორისა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან;

  • 2 წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან;

  • 6 წევრისა აუდიტორული ფირმებიდან  (გარდა დიდი ოთხეულისა) ან/და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორებიდან.

 

გამგეობის უფლებამოსილების პერიოდში 6 პუნქტით განსაზღვრული სეგმენტიდან არჩეული წევრის სხვა სეგმენტში გადანაცვლება არ განაპირობებს გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეზღუდვას.

 

გამგეობის წევრების 9.6 პუნქტში განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით ასარჩევად, გამგეობის წევრობის კანდიდატების მიერ ფედერაციის სამდივნოში წარდგენილ განაცხადებს იხილავს და სეგმენტების მიხედვით საარჩევნო ბიულეტინების მომზადების რეკომენდაციას გასცემს საკონსულტაციო საბჭო.

 

გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) ასარჩევ კანდიდატებს შორის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს

9.6 პუნქტში განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით. გამარჯვებულად ჩაითვლება უპირატესი ხმის მქონე კანდიდატი.

 

თუ კენჭისყრის შედეგად გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) ასარჩევ კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად გაიყო და შეუძლებელი გახდა გამარჯვებულის გამოვლენა, საერთო კრება ხელახლა უყრის კენჭს იმ კანდიდატებს, რომელთა თანაბრად გაყოფილი ხმების გამო ვერ გამოვლინდა უპირატესი ხმის მქონე კანდიდატი.

 

გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ნებაყოფლობით საწყისებზე ანაზღაურების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის გადაწყვეტილებით გამგეობის წევრი დანიშნულია სხვა თანამდებობაზე ფედერაციაში. გამგეობის წევრზე ანაზღაურება შეიძლება გაიცეს საერთო კრების გადაწყვეტილებით.

 

მიუხედავად 9.11 მუხლის დებულებისა, გამგეობის წევრი ვალდებულია დაესწროს გამგეობის სხდომებს და განსახილველ საკითხებზე მსჯელობისას არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრება და ხელი შეუწყოს სადავო საკითხზე კონსესუსის მიღწევას. თუ გამგეობის წევრი პატივსადები მიზეზის (განიმარტება ქცევის კოდექსით) გარეშე 12 კალენდარული თვის განმავლობაში მონაწილეობას არ მიიღებს გამგეობის სამი სხდომის მუშაობაში, მას შეუწყდება გამგეობის წევრის უფლებამოსილება. ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში:

  • ინფორმაცია გამოქვეყნდება ფედერაციის ვებგვერდზე ფაქტის დადგომიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;

  • გამგეობის წევრის ჩანაცვლება არ მოხდება გამგეობის წევრების მორიგ არჩევნებამდე;

  • გამგეობა ფუნქციონირებას გააგრძელებს უფლებამოსილი წევრებით.

 

გამგეობის წევრებს უნაზღაურდებათ:

  • მოვალეობის შესრულების ფარგლებში აუცილებელი მივლინების ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში;

  • ფედერაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში დახარჯული შრომა.

9.2

9.3

9.4

9.5

9.6

9.7

9.8

9.9

9.10

9.11

9.12

9.13

 10. გამგეობის სხდომა

10.1

გამგეობის სხდომას იწვევს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოადგილე.

გამგეობის სხდომა უნდა ჩატარდეს კვარტალში ერთხელ მაინც.

გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 (სამი) დღისა.

გამგეობის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მოადგილე.

გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა არა ნაკლებ ორი მესამედი მაინც. გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - ერთ-ერთი მოადგილე და მდივანი

10.2

10.3

10.4

10.5

10.6

 11. გამგეობის კომპეტენცია

11.1

გამგეობა უფლებამოსილია:

  • უხელმძღვანელოს ფედერაციის საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში;

  • მოიწვიოს ფედერაციის საერთო კრება და მის მოწვევამდე იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა ჩაირთოს საერთო კრების დღის წესრიგში;

  • დააფუძნოს ფედერაციის ფილიალები (ღია წარმომადგენლობები), დაამტკიცოს მათი დებულებები და კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას;

  • დაამტკიცოს სარევიზიო კომისიის დებულება;

  • შექმნას ფედერაციის კომიტეტები, დაამტკიცოს მათი დებულებები და სტანდარტები;

  • განკარგოს ფედერაციის ქონება, დაამტკიცოს ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა;

  • შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკონსულტაციო საბჭოს დებულება;

  • შეიმუშაოს ფედერაციის გამგეობის დებულება და გამგეობის წევრის ქცევის კოდექსი და დასამტკიცებლად წარადგინოს ფედერაციის წევრთა საერთო კრებაზე;

  • დანიშნოს აუდიტორი წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად;

  • მიიღოს გადაწყვეტილებები საწარმოებისა და ორგანიზაციების დაარსებაზე და დაამტკიცოს მათი წესდებები (დებულებები);

  • მიიღოს ბეჭდის, შტამპის, ემბლემისა და სხვა ატრიბუტიკის ნიმუშები;

  • დაადგინოს ფედერაციაში გაწევრიანების საფასური და საწევრო შესატანების თანხა;

  • განსაზღვროს აღმასრულებელი დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა;

  • გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი;

  • განიხილოს სხვა საკითხები, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე წესდებიდან, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მხოლოდ საერთო კრების უფლებამოსილებაში შედის.

  • დაამტკიცოს ფედერაციის ორწლიანი გეგმა, ყოველწლიურ სამუშაო პროგრამასთან და მისი შესრულების გრაფიკთან ერთად.

  • მიიღოს წევრობის შეჩერების,გაგრძელებისადა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება;

  • გარიცხოს წევრი ფედერაციიდან.

 12. გამგეობის თავმჯდომარე

12.1

ფედერაციას და ფედერაციის გამგეობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე.

გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა 2 წლის ვადით. გამგეობის თავმჯდომარედ პირი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ სამი ვადით.

 

გამგეობის თავმჯდომარედ ასარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს ფედერაციის ნამდვილი წევრი და ჰქონდეს მის გამგეობაში ან კომიტეტებში მუშაობის გამოცდილება;

  • არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები;

  • იცნობდეს ფედერაციისწესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; და

  • აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

თუ გამგეობის თავმჯდომარედ ერთზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს და კენჭისყრის შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული პირველ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ხმების თანაბრად განაწილების გამო, საერთო კრება ხელახლა უყრის კენჭს პირველ ადგილზე გასულ თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს.

გამგეობის თავმჯდომარე:

  • ორგანიზაციას უწევს გამგეობის მუშაობას;

  • ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებსა და საერთო კრებებს;

  • წარმოადგენს ფედერაციას მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს ფედერაციის სახელით ხელშეკრულებებს;

  • ახორციელებს კონტროლს საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

12.2

12.5

12.3

12.4

 13 ფედერაციის წარმომადგენლობა

13.1

ფედერაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება:

ა) გამგეობის თავმჯდომარეს; და

ბ) აღმასრულებელ დირექტორს.

 

გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ფედერაციას მესამე პირებთან წარმოადგენენ ცალ-ცალკე

13.2

 14. აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი)

14.1

ფედერაციის მიმდინარე საქმიანობის მართვას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი), რომელიც შეიძლება იყოს გამგეობის წევრი.

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) უზრუნველყოფს ფედერაციისა და კომიტეტების საქმიანობას და ასრულებს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ადგენს ფედერაციის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობას.

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე.

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ინიშნება გამგეობის მიერ. მასთან კონტრაქტის პირობებს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ. 

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ატარებს ღონისძიებებს გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) უფლებამოსილია:

  • წარმოადგინოს ფედერაცია მესამე პირებთან ურთიერთობებში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის მართვის სფეროში;

  • შეასრულოს ფინანსური და ბიზნეს ფუნქციები ფედერაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

  • დანიშნოს და გაანთავისუფლოს ადმინისტრაციის პერსონალი;

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები და ხელი მოაწეროს ფინანსურ დოკუმენტებს.

აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, ფედერაციის წინაშე პასუხს აგებს წარმოშობილი ზიანისათვის. უარის თქმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

14.3

14.3

14.4

14.5

14.6

14.7

15. სარევიზიო კომისია

15.1

15.2

15.3

15.4

ფედერაციის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად იქმნება სარევიზიო კომისია.

სარევიზიო კომისია აირჩევა ორი წლის ვადით 3 წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფედერაციის წევრები.

სარევიზიო კომისია მოქმედებს კომისიის დებულების საფუძველზე.

სარევიზიო კომისია ვალდებულია:

  • განახორციელოს ფედერაციის ბიზნესისა და ფინანსური საქმიანობის შემოწმება;

  • მოამზადოს და წარუდგინოს შემოწმების შედეგები გამგეობის სხდომებსა და ფედერაციის საერთო კრებებს;

  • განახორციელოს კონტროლი, რათა უზრუნველყოს ფედერაციის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ფედერაციის წესდებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების დაცვა

  16. საკონსულტაციო საბჭო

16.1

16.2

16.3

16.4

საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც კონსულტაციების გაწევის გზით დახმარებას უწევს ფედერაციას თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფასიანი ქაღალდების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ფედერაციის წევრები და რომელთაც არა აქვთ შრომითი ურთიერთობა ფედერაციასთან.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც;

საკონსულტაციო საბჭო ულებებისა და მოვალეობების ფარგლებს განსაზღვრავს, ასევე საბჭოს რიცხოვნობას და კონსულტანტად მოწვეულ წევრებს ამტკიცებს გამგეობა, მის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

  16. საკონსულტაციო საბჭო

16.1

16.2

16.3

16.4

საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც კონსულტაციების გაწევის გზით დახმარებას უწევს ფედერაციას თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფასიანი ქაღალდების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ფედერაციის წევრები და რომელთაც არა აქვთ შრომითი ურთიერთობა ფედერაციასთან.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც;

საკონსულტაციო საბჭო ულებებისა და მოვალეობების ფარგლებს განსაზღვრავს, ასევე საბჭოს რიცხოვნობას და კონსულტანტად მოწვეულ წევრებს ამტკიცებს გამგეობა, მის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

 17. კომიტეტები

17.1

17.2

ფედერაციის ამოცანების განხორციელების პროცესში შეიძლება შეიქმნას:

  • სტანდარტებისა და პრაქტიკის კომიტეტი;

  • აუდიტის ხარისხის კომიტეტი;

  • საწევრო კომიტეტი;

  • განათლებისკომიტეტი;

  • საგადასახადო საკითხთა კომიტეტი;

  • ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი

  • სხვა კომიტეტები გამგეობის გადაწყვეტილებით.

 

კომიტეტის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფედერაციის გამგეობა.

 18. ფედერაციის ქონება

18.1

18.2

ფედერაციის ქონება იქმნება:

  • ფედერაციაში გაწევრიანებისა და ფედერაციის საწევრო შენატანებით;

  • საწარმოთა, ორგანიზაციათა და ფიზიკური პირების სამუშაო კოლექტივების ნებაყოფლობითი შენატანებით;

  • სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით;

  • კანონმდებლობის დაცვით მიღებული სხვა შემოსავლებით.

ფედერაცია ამ წესდებით განსაზღვრული საერთო მიზნის შესაბამისად ფლობს, სარგებლობს და განკარგავს მის ქონებას, ასევე თავისი საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.

 

ფედერაციის ქონების და საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ფედერაციის წევრებს შორის დაუშვებელია. ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავლები ხმარდება და გამოიყენება მხოლოდ ფედერაციის მიზნებისათვის.

18.3

  19. ფედერაციის ხანგრძლივობა

19.1

ფედერაცია შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

  20. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

20.1

20.2

ფედერაციის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ლიკვიდაცია წარმოებს:

  • მიზნის მიღწევის შედეგად;

  • ფედერაციის წევრთა გადაწყვეტილებით;

  • გაკოტრებისას;

  • რეგისტრაციის გაუქმებისას.

  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა.

ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში და დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.

 

ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები წესდებით არ არის განსაზღვრული. დარჩენილ ქონებას გაანაწილებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.

 

ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

20.3

20.4

20.5

20.6

bottom of page