top of page
Laptop Writing
l1-01.png

პროგრამაში ჩართვა

პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირება

  1. ზოგადი

პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, ეფუძნება ACCA-ის საერთაშორისო (ACCA- სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) პროგრამას.

    2. პროგრამაში ჩართვა

პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგრამა საერთაშორისო სტან­დარ­ტე­ბის და­უფ­ლე­ბის გარან­ტი­აა. პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ შრომატევადია და პროფესიონალობის პრეტენდენტისაგან მო­ით­ხოვს მაქსი­მა­ლუ­რი დრო­ის დათ­მო­ბას, სი­ბე­ჯი­თეს, სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებლობას. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ბაფში.

პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ:

  • ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლების მქონე პირებს;

  • სერტიფიცირების ასაკი და დრო შეზღუდული არ არის;

  • ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალი­ფი­კა­ციის ან იდენტური კვალიფიკაციის დიპლომის მფლობელ პირებს;

  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება დამოუკიდებლად ან/და პბი-ში;

  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ყოველი წლის თებერვალსა და სექტემბერში, რისთვისაც განცხადებების მიღება იწყება ორი თვით ადრე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სარეგისტრაციო განაცხადის მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: დეკემბერ-იანვარსა და ივლისს-აგვისტოში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველს საბუთების შეტანის დროს აცნობებენ დანიშნული ღია კარის დღის თარიღს, რომელზე დასწრება სავალდებულოა.

3. პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა:

(სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია (სილაბუსსზე) თემატიკაზე გადასვლა).

 I ეტა­პი

  1. ბიზნესი და ტექნოლოგია    ბტ

  2. მმართველობითი აღრიცხვა   მა

  3. ფინანსური აღრიცხვა  ფა

 II ეტა­პი

  1. ქართული ბიზნეს სა­მარ­თა­ლი  ქბს (განახლებული 2022 წლის სექტემბერში) გაითვალისწინეთ              

  2. საქმიანობის შედეგების მართვა  შსმ

  3. სა­გა­და­სა­ხა­დო და­ბეგ­ვრა  სდ (საგადას. კოდექსი 2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით) იხილეთ აქ

  4. ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა  ფან

  5. აუ­დი­ტი და მარწმუნებელი მომსახურება  ამმ

  6. ფი­ნან­სუ­რი მარ­თვა  ფმ

 III ეტა­პი 

პროგრამის ხან­გრძლი­ვო­ბა

პროგრამის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია პრეტენდენტის აქტივობაზე, მონდომებაზე, მიზანსწრაფულობაზე, დროის რესურსისა და სხვა გარემოებებზე.

პროგრამის დასრულების ოპტიმალური ვა­დაა ჩა­რიც­ხვი­დან 3 წე­ლი. 

პროგრამაში ჩართულობა

პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ შრომატევადია. პრაქტიკით დადგენილია, რომ ACCA-ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მისაღებად სა­ჭი­როა თითოეულ წიგნში სა­შუ­ა­ლოდ 70 საათიანი ლექ­ციის მოსმენა და, ლექ­ცი­ე­ბის გარ­და, კვირაში მი­ნი­მუმ 12 სა­ა­თი და­მო­უ­კი­დე­ბელი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. პრეტენდენტების მიერ გამოცდების ოპტიმალურ ვადაში ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით, ბაფის მიერ სწავლის წარმმართველად დანიშნულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (შემდგომში „პბი“). 

4. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები

პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მაში ჩართვის მსურველი ბაფში პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ავსებს განცხადებას და ანკეტას, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დიპლომის ასლი 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი 

  • ფოტოსურათი (3X4 ზომის)  ელექტრონული ვერსია;

  • სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.

 

პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, დოკუმენტაციის მეილზე გადმოგზავნით: 

baf@baf.ge

 

პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მაძიებლის (პრეტენდენტის) ანკეტა

პრეტენდენტის  განცხადება

დამატებითი ინფორმაცია

  • პროგრამაში მონაწილე უნდა გახდეს (იყოს) ბაფის წევრი.​

პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დაგვიკავშირდით:

მი­სა­მარ­თი: აკ. წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი 61, მე-2 სარ­თუ­ლი.

ტელეფონები:  235-67-56, 235-43-97, 235-01-57

ელექტრონული ფოსტა: baf@baf.ge  ან  shorena.baf@gmail.com

bottom of page