

წევრობა
კლიენტებისთვის მაღალიხარისხოვანი მომსახურების გასაწევად, ნებისმიერი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტორული სტანდარტების თანამედროვე დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ამ სფეროში მიმდინარე და მომავალ ცვლილებებს.
ბაფი სთავაზობს თავის ფიზიკურ და კორპორატიულ წევრებს საინფორმაციო და საქმიანი კონტაქტების შესაძლებლობების გამოყენებას და, აგრეთვე საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების პროფესიონალური განვითარების უდიდეს რესურს. ბაფის მიზანია გაუწიოს მის წევრებს მრავალმხრივი მომსახურება და სარგებელი, მათი ნებისმიერი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
წევრობის სარგებელი:
წევრები მიიღებენ სათანადო ცოდნას და ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი წარმატებისთვის და რაც მისცემთ მათ საშუალებას წინ გაუსწრონ სხვა ფართომაშტაბიან და მსგავს პროფესიონალურ ტრეინინგებსა და პროგრამებს. ყველა პროგრამას, რომელსაც აქვს შესაბამისი თემატური დატვირთვა, უძღვება პროფესიონალი წამყვანი და მასში რეგისტარციას გააჩნია მოხერხებული ფორმა.
წევრებისთვის ხელმისაწვდომია ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური და პროფესიონალური სიახლე, პუბლიკაცია, კვლევა, განახლება და მართვა. ამრიგად, წევრები მუდამ იქნებიან ინფორმირებული სიახლეების შესახებ, რაც მისცემთ მათ საშუალებას გადალახონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
კორპორატიული წევრები მონაწილეობას მიიღებენ ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროგრამებში და დისკუსიებში, რაც არსებითია დღევანდელ საქმიან გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს პროგრამები დაეხმარებათ მათ, თავიანთი საქმიანობაში შეძლონ ხარისხის მართვის დანერგვა და გაკონტოროლება, რაც ხელს შეუწყობთ გადალახონ თანამედროვე ბაზრის გამოწვევები.
წევრებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ტრეინინგებით, ინსტრუქციებით და იმ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციებით, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება.
წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების მტკიცებულებად ფედერაციისგან მიიღონ საერთაშორისო პროფესიონალური სერთიფიკატი.
კორპორატიული წევრები მონაწილეობას მიიღებენ ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროგრამებში და დისკუსიებში, რაც არსებითია დღევანდელ საქმიან გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს პროგრამები დაეხმარებათ მათ, თავიანთი საქმიანობაში შეძლონ ხარისხის მართვის დანერგვა და გაკონტოროლება, რაც ხელს შეუწყობთ გადალახონ თანამედროვე ბაზრის გამოწვევები.
პროფესიონალური განვითარების გაგრძელება
ადვოკატირება და წარდგენა
ბაფი თავისი წევრების ინტერესს წარმოადგენს ბიზნესში, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურებში, სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებაში. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობით და კავშირით, და ასევე სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით ბაფი თავისი წევრების გავლენიან მხარდამჭერად გვევლინება. ამრიგად, მისი წევრები საქმიან გარემოში და მის გარეთ ყოველთვის ცნობადი და საპატივისცემულო იქნებიან.
ბაფის არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC)
ნამდვილი წევრი და ბაფის წევრები ირიბად (არაპირდაპირ) ითვლებიან (IFAC)-ის წევრებად
წევრები არსებულ ტექნიკურ გამოცდილებაზე და უნარაზე დაყრდნობით შეძლებენ გაიმყარონ საკუთარი რეპუტაცია და ლიდერის სტატუსი ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში.
ბაფის წევრებს ყოველთვის ექნებათ ლიდერის როლი ბუღალტრულ აღრიცხვაში და აუდიტში. მათ კონკურენტებისგან პროფესიული სტანდარტების მაღალი ნიშნით, საუკეთესო ტექნიკური განათლებით და საქმიანი ჩვევებით გამოარჩევენ. იყო ბაფის წევრი ნიშნავს იდგე სხვაზე მაღლა.
პროფესიული აღიარება და რეპუტაცია
წევრები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ბაფის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტორული სტანდარტების განვითარების და სრულყოფის პროცესში. ამრიგად, ისინი ყოველთვის იქნებიან ინფორმირებული ამ სფეროში მომხდარ ცვლილებებზე.
ბაფი თანამშრომლობს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან, და აქედან გამომდინარე მის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ IAS-ს და ISA-ის პროექტების განხილვაში და განვითარებაში.
ევრებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ სემინარებს, ბრიფინგებს კონფერენციებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, ჰქონდეთ ურთიერთობა სხვა წევრებთან და ასევე არა-წევრებთან.
ურთიერთობა და კონტაქტების დამყარება
დებულება
ფიზიკური პირების გაწევრია ნება
იურიდიული პირების გაწევრიანება
საწევრო გადასახდელები
საწევროს გადასახდელის ოდენობა
ბაფის ყველა წევრი იღებს ვალდებულებას ყოველწლიური საწევრო შენატანის გადახდაზე.
საწევრო შენატანის გადახდა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა წევრობის შესანარჩუნებლად.
ბაფის გამგეობის მიერ დადგენილია წლიური საწევრო შენატანების შემდეგი ოდენობა:
-
ბაფში გაწევრება/პროგრამაში პირველადი რეგისტრაცია - 20 ლარი;
-
ასოცირებული (არაკანდიდატი) წევრების წლიური საწევრო -24 (თვეში 2 ლ.) ლარი;
-
ასოცირებული/სერტიფიცირების კანდიდატი წევრების წლიური საწევრო -84 (თვეში 7ლ.) ლარი;
-
პროფესიონალი ბუღალტრები/არაუდიტორი ნამდვილი წევრების წლიური საწევრო - 84 (თვეში 7ლ.) ლარი;
-
პროფესიონალი ბუღალტრები/აუდიტორების წლიური საწევრო - 144 (თვეში 12 ლ.) ლარი
ერთი წლის საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება წევრობის შეჩერება.
კორპორაციული საწევრო გადასახდელი
500,000 ლარამდე შემოსავალზე – 1000 ლარი (ფიქსირებული ტარიფი) ყველა კომპანიისათვის, შემოსავლების მიუხედავად;
500,000 ლარის ზემოთ, 1,000 ლარს დამატებული500 ათას ლარზე მეტი თანხის 0.15%, მაგრამ არაუმეტეს 12,000 ლარისა.
კომპანიის შემოსავლებში იგულისხმება აუდიტორული საქმიანობიდან (ფინანსური ანგარიშგების აუდიტი + სხვა აუდიტორული საქმიანობა) მიღებული შემოსავლები, რომელიც სარას-ის საიტიდან იქნება აღებული.
