ინფორმაცია სავალდებულო განგრძობითი განათლების შესახებ

🟦მოგესალმებით ბაფის პატივცემულო წევრებო,
გაცნობებთ, რომ „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი განათლების სემინარები ჩატარდება მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში.
განგრძობითი განათლების სემინარები ჩატარდება 2 პროგრამით:
1) პროგრამა აუდიტორებისთვის
· აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის.
2) პროგრამა სერტიფიცირებული ბუღალტრებისთვის
· პროფესიონალ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით.
· მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) სერტიფიცირებულ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებული ბუღალტრებისთვის.
განგრძობითი განათლების სემინარები ჩატარდება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა დარეგისტრირებულ მონაწილეს სემინარების დაწყებამდე გაეგზავნება ზუმის ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებს სემინარებზე დისტანციურად დასწრებას.
აუცილებელია, თითოეული მონაწილე სახელი და გვარით (ქართულად) იყოს დარეგისტრირებული, ასევე, სემინარების მსვლელობის დროს ჩართული უნდა ჰქონდეს კამერა,
სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაითვლება.
“Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა დარეგისტრირებული მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად: სემინარზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები ჯამურად უნდა დაედაროს სემინარის მთლიან ხანგრძლივობას.
=============================================================================================================
განგრძობითი განათლების ჯგუფები აუდიტორებისთვის (ჯამურად 30-საათიანი სემინარები):
I ჯგ - 14.09.2026 - 25.09.2026
II ჯგ - 21.09.2026 - 02.10.2026
III ჯგ - 28.09.2026 - 09.10.2026
IV ჯგ - 05.10.2026 - 19.10.2026
V ჯგ - 12.10.2026 - 26.10.2026
VI ჯგ - 19.10.2026 - 30.10.2026
VII ჯგ - 26.10.2026 - 13.11.2026
სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს სემინარის დაწყებამდე 3 დღით ადრე.
თითოეული სემინარი დაიწყება 18:00 საათზე.
სარეგისტრაციო ბმული აუდიტორებისთვის:
=================================================================================================
განგრძობითი განათლების ჯგუფები სერტიფიცირებული ბუღალტრებისთვის (ჯამურად 20-საათიანი სემინარები):
I ჯგ - 14.09.2026 - 22.09.2026
II ჯგ - 02.11.2026 - 10.11.2026
III ჯგ - 12.11.2026 - 20.11.2026
სემინარების საფასური 236 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც გადახდილი უნდა იქნას არაუგვიანეს სემინარის დაწყებამდე 3 დღით ადრე.
თითოეული სემინარი დაიწყება 18:00 საათზე.
სარეგისტრაციო ბმული სერტიფიცირებული ბუღალტრებისთვის:
=================================================================================================
განგრძობითი განათლების სემინარების თანხის გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშებზე:
სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648
განგრძობითი განათლების სემინარებზე რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან.
სემინარებზე რეგისტრაციისთვის საჭიროა:
1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, და
2. გადახდის დამადასტურებელი საბუთი (თქვენი სახელი და გვარით) გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: baf@baf.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
579 219 373 - ნინო ლაღიძე, სასერტიფიკაციო პროგრამების კოორდინატორი
ბაფის განათლების კომიტეტი
განგრძობითი განათლების სტანდარტი:



