top of page

ინფორმაცია 2025 წლის სავალდებულო განგრძობითი სწავლების შესახებ

ree

 

🟦მოგესალმებით ბაფის პატივცემულო წევრებო


გაცნობებთ, რომ „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები ჩატარდება მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში.



 🔹განგრძობითი სწავლება ჩატარდება 2 პროგრამით:


1) პროგრამა აუდიტორებისთვის


- აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის.


 2) პროგრამა ბუღალტრებისთვის


- პროფესიონალ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებული პირებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით.


- მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) სერტიფიცირებულ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებული ბუღალტრებისთვის.



 🔹სემინარები ჩატარდება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება ლიმიტირებულია და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებულია, თავის სახელი და გვარით იყოს დარეგისტრირებული, ასევე სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა, სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაითვლება.



“Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად: შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას.



 🔹განგრძობითის პროგრამა აუდიტორებისთვის (30-საათიანი სემინარები)


სემინარების განრიგი:


I ჯგ - 22.09.2025 - 03.10.2025


II ჯგ - 06.10.2025 - 22.10.2025


III ჯგ - 06.10.2025 - 23.10.2025


IV ჯგ - 20.10.2025 - 05.11.2025


V ჯგ - 20.10.2025 - 06.11.2024


VI ჯგ - 03.11.2025 - 20.11.2025


VII ჯგ - 03.11.2025 - 20.11.2025



 🔹სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც გადახდილი უნდა იქნას სემინარის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე.


განგრძობითის პროგრამა ბუღალტრებისთვის (20-საათიანი სემინარები)


სემინარების განრიგი:


I ჯგ - 22.09.2025-03.10.2025


II ჯგ - 24.11.2025-05.12.2025


III ჯგ - 24.11.2025-05.12.2025



 🔹სემინარის საფასური 236 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელიც გადახდილი უნდა იქნას სემინარის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე.


⏰სემინარების დაწყების დრო 18:00 სთ;



 💳სემინარში მონაწილეობის თანხის გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშებზე:


სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665


სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648



⚠️რეგისტრაციის ბმული აუდიტორებისთვის - https://forms.gle/3iqym9e7o1HD1HTs7


რეგისტრაციის ბმული ბუღალტრებისთვის - https://forms.gle/jkkPHLfpHXKkzbDKA


ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან და გაგრძელდება


30 სექტემბრამდე.



⚠️რეგისტრაციისათვის საჭიროა:


1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, და


2.  გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე 📨 baf@baf.ge


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:


📞235 67 56; 235 01 57; - 579 219 373 - ნინო ლაღიძე



 
 
bottom of page