top of page

ბაფის საერთო (29-ე) კრება

საერთო კრებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისთვის


მიმდინარე წლის 21 დეკემბერს,  შაბათს, 12.15 საათზე, მოწვეულია ბაფის საერთო (საარჩევნო) კრება.  კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში.


საერთო კრების დელეგატების რაოდენობა   განსაზღვრულია 371 წევრით. ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელეგატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით.


კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 11 ნოემბრიდან და დასრულდება 16 დეკემბერს.  რეგისტრაცია შესაძლებელია ბაფის მეილზე (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით, განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში. საკონტაქტო პირი  მირანდა ვაჟბედაშვილი (235 01 57; 235 43 97).     


საერთო კრების დღის წესრიგი

-          გამგეობის თავმჯდომარის ანგარიში;

-          სარევიზიო კომისიის ანგარიში;

-          დისკუსია წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ და მათი შეფასება;

-          ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოება;

-          ცვლილებები ბაფის წესდებაში;

-          გამგეობის თავმჯდომარის არჩევა;

-          გამგეობის წევრების არჩევნები;

-          სარევიზიო კომისიის არჩევნები.


ინფორმაცია გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატებისთვის

ბაფის ყველა წევრს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების 12.3 მუხლის მოთხოვნებს, აქვს უფლება დარეგისტრირდეს გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატად.

 

ბაფის ყველა წევრს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების 9.5 მუხლის მოთხოვნებს, აქვს უფლება დარეგისტრირდეს გამგეობის წევრობის კანდიდატად და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

 

გამგეობის წევრობის კანდიდატებმა განაცხადები უნდა გააკეთონ წესდებით   (მუხლი 9.6) გათვალისწინებული   მოთხოვნების  (სეგმენტების) შესაბამისად და 2024 წლის 9 დეკემბრამდე   ბაფის  სამდივნოს მიაწოდონ:

 

·           განცხადება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილის შესახებ;

·           პირადი ხედვა - სამოტივაციო წერილი;

·           რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (აკადემიური სექტორის და ფედერაციის კორპორაციული

წევრის შემთხვევაში);


·        სარეკომენდაციო/მხარდაჭერის წერილი ბაფის არანაკლებ 5 წევრისაგან (ბიზნესში დასაქმებული

ბუღალტრების და  ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორების შემთხვევაში).

 

გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატების განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 11 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში.    


დელეგატად რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/SQmRQXTiSs6cScAH8


bottom of page