შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს
Jun 22
1 min read

მემორანდუმის ფარგლებში, IBSU-ს საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბაფ-ის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ჩათვლები შემდეგ საგამოცდო მოდულებში:
✅ბიზნესი და ტექნოლოგიები;
✅მმართველობითი აღრიცხვა;
✅ფინანსური აღრიცხვა.
🔹თანამშრომლობა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული სერტიფიცირების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
🔹მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სემინარებისა და პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებას.



