ბაფის საერთო (30-ე) კრება
- Otto Rekhviashvili
- Apr 14
- 2 min read
კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

მიმდინარე წლის 17 მაისს, შაბათს 14.00 საათზე, მოწვეულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო (საარჩევნო) კრება. კრების ჩატარების ადგილი: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 1, წერეთლის გამზირი 118.
ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელეგატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით.
კრების დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 2 აპრილიდან და დასრულდება 15 მაისს.
რეგისტრაცია შესაძლებელია:
ბაფის მეილზე (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით;
განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში; საკონტაქტო პირი მირანდა ვაჟბედაშვილი | 235 01 57; 235 43 97.
ინფორმაცია გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის
კანდიდატებისთვის
ბაფის ყველა წევრს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების 12.3 მუხლის მოთხოვნებს, აქვს უფლება დარეგისტრირდეს გამგეობის თავმჯდომარეობი კანდიდატად.
ბაფის ყველა წევრს, რომელიც აკმაყოფილებს წესდების 9.5 მუხლის მოთხოვნებს, აქვს უფლება დარეგისტრირდეს გამგეობის წევრობის კანდიდატად და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
გამგეობის წევრობის კანდიდატებმა განაცხადები უნდა გააკეთონ წესდებით (მუხლი 9.6) გათვალისწინებული მოთხოვნების (სეგმენტების) შესაბამისად ბაფის სამდივნოს მიაწოდონ:
განცხადება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
პირადი ხედვა - სამოტივაციო წერილი;
რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (აკადემიური სექტორის და ფედერაციის კორპორაციული წევრის შემთხვევაში);
სარეკომენდაციო/მხარდაჭერის წერილი ბაფის არანაკლებ 5 წევრისაგან (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების და ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორების შემთხვევაში).
გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატების განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში.
დამატებითი ინფორმაცია! ბაფის პატივცემულო წევრებო, სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის საერთო კრება არის საიუბილეო (30-ე). ამასთან დაკავშირებით, დაგეგმილია საზეიმო ვახშამი საერთო კრების მონაწილეებისთვის, 17 მაისს 18 საათზე. საზეიმო ღონისძიების მხარდაჭერისა და სწორად ორგანიზების მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება წინასწარ განისაზღვროს ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა სავარაუდო რაოდენობა. ამ თვალსაზრისით, მოკრძალებით გთავაზობთ გააკეთოთ შემოწირულობა ბაფის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. შემოწირულობის მინიმალური თანხაა 50 ლარი. თანხის ჩარიცხვის დროს მიუთითეთ - შემოწირულობა ბაფის საერთო კრება. 1. თბს ბანკი - კოდი: TBCBGE22ა/ა: GEGE83 TB06 0000 0000 7006 65 ან: 2. საქართველოს ბანკი - კოდი: BADAGE22ა/ა: GE30 BG00 0000 0525 7086 48 |