top of page

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

  • May 27
  • 1 min read

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს.


🕒დრო: 29 მაისი, 09:30


📍ადგილი: ექსპო ჯორჯია, საკონფერენციო დარბაზი 3


რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში“29 მაისს გაიმართება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, აუდიტური კომპანიების, პროფესიული გაერთიანებების, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC), ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), საერთაშორისო ბუღალტერთა ასოციაციის (AIA), მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ინგლისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.


დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ახალი პროფესიული კომპეტენციები, მათ შორის ბუღალტრულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის როლი იქნება.


ℹ️ღონისძიება ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვის


დაწვრილებით იხილეთ ღონისძიების პროგრამა...


 
 
bottom of page