ვაკანსია

📣 აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
🔹"ალგი აუდიტი" მრავალიწელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.
🔹სამუშაო პირობები:
** პოზიცია: მთავარი ბუღალტერი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისი. კლიენტი კომპანიის ოფისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 3000 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
🔹ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სტაჟიორის, დაქვემდებარებული თანამშრომლის საქმის კურირება, მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.
🔹აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
🔹ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
🔹დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მთავარი ბუღალტერი".
წარმატებებს გისურვებთ!



