ბიზნესში დასაქმებული ან/და დასაქმების მსურველიბუღალტრების სერტიფიცირება
📣საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში მიმდინარეობს ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ჯგუფების დაკომპლექტება გაგრძელდება 2026 წლის 6 მარტამდე.
🔹სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 9 მარტიდან. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, დღეში 3 ასტრონომიული საათი (18:00 სთ-დან – 21:00 სთ-მდე). სალექციო კურსი გაგრძელდება 15 ივნისამდე.
სალექციო კურსის ფორმატი იქნება ჰიბრიდული (აუდიტორია + ონლაინ).
სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 28 ივნისს.
🔗პროგრამაში რეგისტრაციისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ლინქზე: https://forms.gle/LX2pSyw1oQMa15dx7
საკონტაქტო ინფორმაცია:
📨მეილი: baf@baf.ge
📞577 071 589
📞79 219 373
📣ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამა
🔹საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიცირების პროგრამა შექმნილია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლის, პროფესიისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.
🔹პროგრამა შემუშავებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.
🔹პროგრამა ეფუძნება ნებაყოფლობით პრინციპს, რაც გულისხმობს პირის თავისუფალ არჩევანს გადამზადებისა და სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობაში.
🔹პროგრამის მიზანი
სერტიფიცირების პროგრამის მიზანია ბიზნესში დასაქმებული/დასაქმების მსურველი ბუღალტრების პროფესიული კომპეტენციის დადასტურება და ერთიანი რეესტრის წარმოება.
🔹პროგრამის ბენეფიციარების სარგებელი
· ბიზნესის ბუღალტერთა პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნების ერთიანი პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები;
· ანგარიშგების ხარისხის ზრდა პროფესიული კომპეტენციის ამაღლების გზით;
· საგადასახადო დაბეგვრის სფეროში ცოდნის ამაღლება და საგადასახადო დისციპლინის გაზრდა;
· პროფესიული ეთიკის ნორმების გათავისება და პრაქტიკაში გამოყენება;
· ბუღალტრის პროფესიისადმი ნდობის ამაღლება;
· ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე კვალიფიციურ ბუღალტერთა შესახებ;
· ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
🔹საგამოცდო მოდულები:
· ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
· საგადასახადო დაბეგვრა;
· მმართველობითი აღრიცხვა;
· ბიზნესის სამართალი;
· აუდიტის საფუძვლები და პროფესიული ეთიკის კოდექსი;
🔹გამოცდაზე დაშვება
სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ ორი წლის
გამოცდილება; ან
ბ) აქვს პროფესიული ეკონომიკური (ან ეკვივალენტური) განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან
გ) აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია ბუღალტრად პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება.
პირმა პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ბაფში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
· პირადი განცხადება;
· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
· განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
· ბუღალტრად მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
🔹გამოცდებისთვის მომზადება
პრეტენდენტი პროფესიული გამოცდისათვის მომზადებას გადის ბაფის სასწავლო ცენტრში, ან სხვა პროფესიულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში, ან გამოცდისთვის ემზადება დამოუკიდებლად.
🔹სერტიფიცირების გამოცდები
სერტიფიცირების გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ - ივნისსა და დეკემბერში. საგამოცდო მოდულები, გარდა კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებისა, ერთად ბარდება.
🔹რეესტრში რეგისტრაციის წინაპირობა. მცირე და საშუალო ბიზნესის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს:
· პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი ბაფის სერტიფიკატი;
· ბაფის წევრობა;
· პირის განაცხადი რეესტრში რეგისტრაციის შესახებ
🔹სწავლებისა და სერტიფიცირების საფასური
სწავლების საფასური 1180 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
ლიტერატურის ღირებულება 220 ლარი;
გამოცდები და სერტიფიცირება 472 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
🔗პროგრამაში მონაწილეობის პრეტენდენტთა რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია:
📨მეილი: baf@baf.ge
📞032 2 359 756
📞579 219 373



