ერთობლივი კონფერენცია ავსტრიაში - ვენის სამუშაო შეხვედრის შეჯამება
Updated: Nov 25, 2025

🔹2025 წლის 11–13 ნოემბერს ავსტრიაში, ვენაში, გაიმართა მე-12 ერთობლივი სამუშაო შეხვედრა განათლების (EduCoP) და ფინანსური ანგარიშგების (FinCoP) სფეროს წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით: „საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაცია: ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით“.
🔹ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მსოფლიო ბანკმა და PULSAR-2 პროგრამამ, რომლის მიზანია საჯარო სექტორის ანგარიშგების გაძლიერება, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IPSAS) და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის გზით.
🔹შეხვედრის ძირითადი მიზნები მოიცავდა:
▫️სახელმწიფო საწარმოების ერთიან ფინანსურ ანგარიშგებაში ჩართვის პრაქტიკული გზების განხილვას;
▫️IPSAS-ის უახლესი ცვლილებებისა და საჯარო სექტორის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების განხილვას;
▫️ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას;
▫️პროფესიული განათლებისა და ტრენინგების განვითარებას.
🔹შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი თემები:
1. კონსოლიდაციის მნიშვნელობა – ფინანსური ინფორმაციის სანდოობა, გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესება, მაკრო-ფისკალური რისკების შეფასება.
2. სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის გამოწვევები – სტრუქტურული განსხვავებები, ორმაგი მიზნები (საზოგადოებრივი/კომერციული), ანგარიშგების ჰარმონიზაციის აუცილებლობა.
3. ბიუჯეტისა და ფინანსური ანგარიშგების ჰარმონიზაცია – ბიუჯეტის მონაცემების IPSAS მოთხოვნებთან შეჯერება.
4. საერთაშორისო გამოცდილება – კოსოვო, მონტენეგრო, სომხეთი და სხვა ქვეყნები წარმოადგენდნენ კონსოლიდაციის პრაქტიკულ მიდგომებს.
5. კონსოლიდაციის ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და თანამედროვე IT გადაწყვეტილებები.
6. უნივერსიტეტებში, პროფესიული კვალიფიკაციები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების პროცესში.
🔹მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკულ გამოწვევებზე: მონაცემების ხარისხი, კონსოლიდაციის ტექნიკური სირთულეები, კადრების მომზადება და პოლიტიკის დონეზე კოორდინაცია.
🔹ეხვედრა დასრულდა PULSAR 2-ის სამუშაო გეგმის განხილვით, სადაც განისაზღვრა მომავალი მიმართულებები:
▫️განათლების გაძლიერება, ახალი ქვეყნებისთვის დახმარება, კონსოლიდაციის მოდელების დახვეწა, სახელმწიფო საწარმოები და ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშგების გაერთიანება.
▫️საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წარმომადგენლებმა ლევან საბაურმა, ნადეჟდა კვატაშიძემ და ლავრენტი ჭუმბურიძემ.



