2025-2026 სასწავლო წლის ბაფის სტიპენდიანტები
Nov 18, 2025
1 min read

🔹ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის წარდგინებით, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სტიპენდიანტები გახდნენ ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები: თიკა თურმანიძე და ქეთი გოგუაძე.
🔹საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა 2006 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2 საუკეთესო სტუდენტზე, თითოეულზე თვეში 125 ლარი.
🔹ბაფის გამგეობა და ადმინისტრაცია ულოცავს ბაფის სტიპენდიანტებს და წარმატებებს უსურვებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.



