მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში და სალექციო კურსზე რეგისტრაცია 2026

🔹მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველებს გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:
1. სერტიფიცირების პროგრამაში და გამოცდაზე დაიშვება ბაფში პრეტენდენტად რეგისტრირებული პირი, რომელსაც:
• აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ან
• აქვს პროფესიული ეკონომიკური (ან ექვივალენტური) განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ან
• აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია ბუღალტრად პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება.
2. პირმა პრეტენდენტად რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები მეილზე: baf@baf.ge
• პირადი განცხადება;
• პირადობის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ბუღალტრად მუშაობის გამოცდილების (სამუშაო სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა მოიცავს 172 საათს, რომელიც გადანაწილებულია შემდეგნაირად:
• ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში - 72 სთ
• მმართველობითი აღრიცხვა - 20 სთ
• საგადასახადო დაბეგვრა - 48 სთ
• ქართული ბიზნეს სამართალი - 16 სათ
• პროფესიული ეთიკის კოდექსი - 8 სთ
• აუდიტის საფუძვლები - 8 სთ
4. სასწავლო კურსის და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური:
• პროგრამაში მონაწილეობის ჯამური ღირებულება შეადგენს 1872 ლარს, დღგს ჩათვლით. აქედან:
• სალექციო კურსების საფასური შეადგენს 1180 ლარს (იხდით პბი-ში);
• ლიტერატურის ღირებულება - 220 ლარს (იხდით ბაფში);
• გამოცდები და სერტიფიცირება - 472 ლარს (იხდით ბაფში).
5. მსბ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში და სალექციო კურსზე რეგისტრაცია:
პროგრამაში და სალექციო კურსებზე რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყება 2026 წლის 20 აგვისტოდან და გაგრძელდება 25 სექტემბრამდე.
💳*სალექციო კურსის საფასურია: 1180 ლარილექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი).ლექციების დაწყების საათი: 18:00 სთ.ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი (18:00 - 21:00 სთ).
სალექციო კურსის საფასური უნდა გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე 2026 წლის 25 სექტემბრამდე:• baf@baf.geპბი-ს საბანკო რეკვიზიტები:• სს თიბისი ბანკი, კოდი: TBCBGE22; ა/ა GE30TB0600000021467767• სს საქართველოს ბანკი, კოდი: BAGAGE22; ა/ა GE19BG0000000128960901
6. სალექციო კურსი დაიწყება 2026 წლის 28 სექტემბრიდან და გაგრძელდება 19 იანვრამდე.სალექციო კურსები ჩატარდება პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (პბი) შენობაში: თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 6ა7. საკონტაქტო ინფორმაცია:• 579 219 373 • nlagidze@yahoo.com


