top of page

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი)

ree

🟦საქართველოს პროფესიონალ ბურალტერტა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი)


სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი)



🔹მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ქ. რუსთავში, ბაფის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაიმართა ბაფის საქმიანი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესისა და პროფესიის წარმომადგენლებთან.



შეხვედრა ორგანიზებული იყო ბაფის აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ, ქ. რუსთავში ბაფის წარმომადგენლებთან (ეველინა კოპტონაშვილი, ზვიად ბალახაშვილი) კოორდინაციით.




🔹ღონისძიება ორი ძირითად საკითხს მოიცავდა:


✅ ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიასა და ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებების მოსმენა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;


✅ ქ. რუსთავში ბაფის ფილიალის მხარდაჭერისა და რეგიონული საქმიანობის გააქტიურების საჭიროებასა და შესაძლებლობებზე მსჯელობა.



🔹შეხვედრის თემატური საკითხები წარადგინეს: ბაფის გამგეობის წევრმა, წევრებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბაკაშვილმა; ბაფის გამგეობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე დათიაშვილმა; ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა ლავრეტი ჭუმბურიძემ.



🔹ღონისძიებაში მონაწილეობდა რეგიონის 60-მდე წარმომადგენელი.



 
 
bottom of page