შიდა აუდიტორის პოზიციაზე, შიდააუდიტის სამსახურში
პოზიციის ზოგადი აღწერა
პოზიცია გულისხმობს კომპანიაში არსებული შიდა პროცესების, პროცედურების და
ბიზნეს გარემოს შესწავლას და შეფასებას მათი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, თავისი
საქმიანობით, ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში კომპანიის/მენეჯმენტის
მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია მოიაზრებს სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან
ინტენსიურ და აქტიურ კომუნიკაციას, მათ მხარეს არსებულ ბიზნეს პროცესებში
როგორც კონტროლის გარემოს გაუმჯობესების, ასევე გაცემული რეკომენდაციების
შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ძირითადი ფუნქციები:
კომპანიაში არსებული და მიმდინარე ბიზნეს გარემოსა და პროცესების შესწავლა და მათი აღწერა;
ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების, დარღვევების და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეფასება;
კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ეფექტურიბის შესწავლა, შეფასება, ანალიზი და ტესტირება;
თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან;
იდეტიფიცირებულ რისკებზე დაფუძნებული შიდა აუდიტის გეგმის შემუშავება;
ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
შიდა აუდიტის ანგარიშების და რეპორტების მომზადება;
გაცემული რეკომენდაციების შესრულების პერიოდული მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით;
აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სადაზღვევო სფეროში ან/და აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა);
საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა (წერის და საუბრის უნარი).
ძირითადი უნარები:
მათემატიკური უნარები;
ანალიტიკური აზროვნება;
ობიექტურობა;
კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის მართვა/შენახვა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
აქტიური მოსმენის უნარი;
კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
დელატებზე ორიენტირებული;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ორგანიზებული და მოწესრიგებული;
დროის ეფექტური მართვა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV)
ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე
ვაკანსიის დასახელება - „შიდა აუდიტორი“
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების
შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური
მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ
უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია,
მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6
(ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად
გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ
პერსონალურ მონაცემებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად