top of page

ვაკანსია

მთავარი ბუღალტერი


საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

·         ბანკის ოპერაციებისა და შედეგების აღრიცხვა, დაქვემდებარებული პირების მიერ აღრიცხული

ოპერაციების კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

 

·         საგადასახადო დეკლარაციების, აგრეთვე სხვა ანგარიშგებათა დროული მომზადება და კონტროლი;

 

·         საპენსიო სააგენტოსთვის წარსადგენი დეკლარაციების მომზადება და კონტროლი;

 

·         ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი ინვენტარისა და საწყობის ანგარიშებზე ოპერაციების

სწორი, დროული და სრული შესრულების კონტროლი;

 

·         მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური ანგარიშსწორების რეგულირება;

 

·         საბანკო ტრანზაქციების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

 

·         ბანკის სახელფასო, სამივლინებო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯებთან დაკავშირებული

ოპერაციების შესრულება და კონტროლი;

 

 

 

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

 

·         უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;

·         აუცილებელია - ALTA პროგრამის  ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

·         მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·         აუცილებელია იცოდეს - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;

·         აუცილებელია ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

·         სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: bankvacancy91@gmail.com 


განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2024 წლის 22 დეკემბერი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.


bottom of page