ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციისა და ბაფის საერთო კრების შესახებ!
Apr 17
1 min read

🔹ბაფის პატივცემულო წევრებო!
🔹სიამოვნებით გატყობინებთ, რომ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას პროფესიული საქმიანობის 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 📅2026 წლის 29და 30 მაისს გაიმართება 2 ღონისძიება:
29 მაისი−საერთაშორისო კონფერენცია თემაზე−„პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში“;
30 მაისი−ბაფის საერთო (31-ე) კრება.
📍ღონისძიებების ჩატარების ადგილი: თბილისი, ექსპოჯორჯია, წერეთლის გამზ. 118



