საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ ბუღალტერის თანამდებობაზე.

📣საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ ბუღალტერის თანამდებობაზე.
🌐ვებ-გვერდი : https://pbservices.ge/
⏰სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათამდე
📌 ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე)
📌სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე , ფალიაშვილის ქუჩა
🔹ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი;
• საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
• საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;
• საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
• სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
• კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
• კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები;
🔹საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მინიმალური სამუშაო გამოცდილება : 3 წელი
• უმაღლესი განათლება : ბაკალავრი
• უცხო ენა : ინგლისური (მაღალ დონეზე)
• საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა : MS EXCEL
• საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა (საბოლოო ცვლილებების გათვალისწინებით);
• IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
• ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ;
სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA ;
🔹ზოგადი უნარ-ჩვევები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
🔹დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge
გისურვებთ წარმატებას !



