top of page

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისთვის

  • Apr 20
  • 1 min read

🔹მიმდინარე წლის 30 მაისს, შაბათს 14:30 საათზე, მოწვეულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო (31-ე) კრება.


📍კრების ჩატარების ადგილი: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 3, აკ. წერეთლის გამზირი 118.



🔹მონაწილეობის უფლება: ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელეგატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით.



📅რეგისტრაციის ვადები: კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 20 აპრილიდან და დასრულდება 25 მაისს.






📨ბაფის მეილზე: (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით


📞განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში საკონტაქტო პირი: ნინო ლაღიძე – 235 01 57; 235 43 97


📃საერთო კრების დღის წესრიგი და სამუშაო გრაფიკი:



🔹14:30 – 15:30: კრების დელეგატთა რეგისტრაცია, ყავა/ჩაი.



🔹15:30 – 15:40: კრების გახსნა, თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, დღის წესრიგის დამტკიცება.



🔹15:40 – 16:10: გამგეობის თავმჯდომარის ანგარიში.



🔹16:10 – 16:30: სარევიზიო კომისიის ანგარიში.



🔹16:30 – 17:00: დისკუსია წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ და მათი შეფასება.



🔹17:00 – 17:50: ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოება.


 
 
bottom of page