ძვირფასო კოლეგებო, ბაფის პატივცემულო წევრებო!გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ძვირფასო კოლეგებო, ბაფის პატივცემულო წევრებო!
გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს!
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესია ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური სტაბილურობისათვის. ამავე დროს, გავიხსენოთ რაოდენ რთული გზა გავიარეთ ბაფთან ერთად, ქვეყანაში პროფესიის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად. თითოეული თქვენგანის ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზეც არამარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ ჩვენი პროფესიის განვითარება და წარმატება დგას.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისა და მაღალი სტანდარტებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ამკვიდრებთ. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ძალა სწორედ თქვენ ხართ — ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მუდმივად წინ სწევენ სფეროს და ყოველთვის ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს გუნდურობისთვის, ურთიერთმხარდაჭერისთვისა და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც ბაფისა და პროფესიის წინსვლაში შეგაქვთ. მეამაყება, რომ ვარ ამ პროფესიული ოჯახის ნაწილი და მჯერა, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და მუდმივ პროფესიულ წინსვლას. დაე, თქვენი ყოველი სამუშაო დღე იყოს დაბალანსებული, წარმატებული და ახალი მიღწევებით სავსე!
პატივისცემით, ლავრენტი ჭუმბურიძე
ბაფის აღმასრულებელი დირექტორი,
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი



