2024-2025 სასწავლო წლის ბაფის სტიპენდიანტები
- Otto Rekhviashvili
- Nov 8, 2024
- 1 min read

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის
კათედრის წარდგინებით, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა
ფედერაციის სტიპენდიანტები გახდნენ ფაკულტეტის VII სემესტრის წარჩინებული
სტუდენტები: ლილი წერეთელი და მარიამ სხირტლაძე.
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი)
ყოველწლიური სტიპენდია გაიცემა 2006 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2
საუკეთესო სტუდენტზე, თითოეულზე თვეში 125 ლარი.
ბაფის გამგეობა და ადმინისტრაცია ულოცავს ბაფის სტიპენდიანტებს და წარმატებებს
უსურვებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.