კომპანია BDO აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში
BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა.
სამუშაო საათები:სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება 13:00 – 14:00
ფუნქცია/მოვალეობები:
პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი და შეგროვება
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება
საბანკო გადარიცხვების წარმოება
უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან ACCA-ს მეორე დონის სერტიფიცირება
ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
დეკლარაციების მომზადების გამოცდილება
სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
სასურველია აუთსორსინგულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია პროგრამა ბალანსში
ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
დეტალებზე ორიენტირებული
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
ორგანიზებული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.11.2024
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.